01:50 09 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2690
  • 100 RUB4.6218
  • USD2.9466
გერგეტის სამება

ინფორმაციის მიღება ქართული კულტურის შესახებ ამიერიდან ონლაინ იქნება შესაძლებელი

photo : courtesy of Faig Huseynov
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (607)
5810

ინტერაქტიური ვებ-გვერდი მომხმარებელს სთავაზობს კულტურული მემკვიდრეობის დეტალურ აღწერას, ფოტომასალასა და ინტერაქტიურ რუკას – ყველაფერი ქართულ ენაზეა.

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. ამიერიდან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ყველა ძეგლისა და ობიექტის დეტალური გაცნობა შესაძლებელი იქნება ონლაინ, ინტერაქტიურ ვებ-პორტალზე ერთიანი გეოგრაფიული და საინფორმაციო მონაცემთა ბაზით, რომელიც ქართველ კოლეგებთან ერთად ნორვეგიელმა სპეციალისტებმა შეიმუშავეს.

გეოსაინფორმაციო თემატური ვებ-გვერდი მომხმარებელს სთავაზობს კულტურული მემკვიდრეობის დეტალურ აღწერას, ფოტომასალასა და ინტერაქტიურ რუკას – ყველაფერი ქართულ ენაზეა.

პროექტის პრეზენტაცია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოში ნორგვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მონაწილეობით გაიმართა.

„დღეს შედგა უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტის პრეზენტაცია. ეს გახლავთ გეოსაინფორმაციო სისტემა და გის-პორტალი, რომელიც ემსახურება ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის აღწერას, დაცვას, ინფორმაციის გავრცელებასა და მართვას. ეს პროექტი მართლაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგანაც ამ პროცესში მოხდა თანამედროვე ტექნოლოგიების ჩართვა და ის განხორციელდა ჩვენი ნორვეგიელი კოლეგების აქტიური ჩართულობით", – განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

მუცოს აღდგენის პროექტი Europa Nostra-ს პრიზიორი გახდა>>

ახალ პორტალზე შესაძლებელია სრული საინფორმაციო ბაზის პოვნა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე, მუზეუმებისა და მათში დაცული კოლექციებისა და ფონდების შესახებ, ასევე ბუნებრივ დაცულ ტერიტორიებზე, მღვიმეთა მხატვრობისა და სხვადასხვა გამოფენის თაობაზე.

მინისტრის განცხადებით, პროექტს უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო-კვლევითი და ზოგადსაგანმანათლებლო დატვირთვა ენიჭება. ჩხენკელმა იმედი გამოთქვა, რომ პროექტის კიდევ უფრო განვითარებაში აქტიურად ჩაერთვებიან სტუდენტებიც.

„ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა, რადგანაც ჩვენი ხვალინდელი დღე დაფუძნებულია სწორედ კულტურულ მემკვიდრეობაზე და ამ უძვირფასეს მემკვიდრეობას თვალისჩინივით გავუფრთხილდებით", – აღნიშნა მინისტრმა.

კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

თემები:
საქართველო და კულტურა (607)

მთავარი თემები