ახალი ტელეპროექტი „დიდი სცენა" ახალ ტალანტებს აღმოაჩენს

© photo: Didi Scena / FB "დიდი სცენის" ჟიურის წევრები
დიდი სცენის ჟიურის წევრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტორების ჩანაფიქრით, შოუ „დიდი სცენა" სხვა მუსიკალური პროექტებისგან რეპერტუარით იქნება განსხვავებული.

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ახალი მუსიკალური შოუ სახელწოდებით „დიდი სცენა" ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში მალე დაიწყება. ჟიურიში იქნებიან კომპოზიტორი და მომღერალი ნატო მეტონიძე, ვირტუოზი ალტისტი გიორგი ცაგარელი და ცნობილი მომღერალი SALIO (სალომე კორკოტაშვილი).

შოუს ავტორების ჩანაფიქრით, „დიდი სცენა" სხვა მუსიკალური პროექტებისგან განსხვავებული იქნება – კონკურსანტები შეასრულებენ ცნობილ ჰიტებს როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე. კონკურსის მიზანია ახალი სახეების წარმოჩენა.

„მასტერშეფი“ - Sputnik საქართველო
ქართული გასტრონომიის ახალი გემო – პროექტი „მასტერ-შეფი“ კერძების შერჩევას ამკაცრებს

„პროექტი 11 ეპიზოდისგან შედგება – შესარჩევი ტური, სამი კასტინგი და რვა საკონკურსო კონცერტი. ნახევარფინალში ჟიური ხუთი კონკურსანტისგან სამ ფინალისტს შეარჩევს. და, რაც ყველაზე მთავარია, „დიდი სცენის" გამარჯვებული თქვენი, მაყურებლის ფავორიტი გახდება", – ნათქვამია შოუს ავტორების განცხადებაში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდებს 16 წლის ასაკიდან. კასტინგები ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში 8-16 ნოემბრის პერიოდში ჩატარდა.

პროექტ „დიდ სცენას" ექვსი წამყვანი ეყოლება, მათ შორის – გიორგი ქორქია, ქრისტინე იმედაძე, აჩიკო სოლომნიშვილი, თიკა ფაცაცია.

ჯერჯერობით უცნობია პროექტის ეთერში გასვლის ზუსტი თარიღი, თუმცა, პროდიუსერების განცხადებით, მაყურებელს ლოდინი დიდხანს არ მოუწევს.

ყველა ახალი ამბავი
0