მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე გოგოლის „შინელის“ პრემიერა გაიმართება

© Sputnik / Alexander Imedashviliკოტე მარჯანიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრის შესასვლელი
კოტე მარჯანიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრის შესასვლელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდა რეჟისორი აპირებს გააკვირვოს მაყურებელი პიესის უჩვეულო მხატვრული ინტერპრეტაციით, რომელსაც თანამედროვე რეჟისორები ხშირად მიმართავენ.

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. კოტე მარჯანიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე 20 ნოემბერს ნიკოლაი გოგოლის „შინელის“ საპრემიერო ჩვენება გაიმართება – თბილისელებს საკულტო დადგმას რეჟისორი კონსტანტინე (კოკო) როინიშვილი წარუდგენს.

„შინელი" ჩემი პირველი სპექტაკლია, რომელსაც ვდგამ. სამყაროში, რომელიც უსასრულოდ გაიზარდა, მე ვცდილობ მოვძებნო ადამიანებთან ურთიერთობის ფორმა, რათა არ დავრჩე მარტო და ამისთვის თეატრს ვირჩევ. მოგიყვეთ, რას ვფიქრობ და თქვენც მოგისმინოთ – ეს ჩემი მიზანია, მიზანი კი გადარჩენის ერთ-ერთი საშუალება. ჩემი სპექტაკლიც ზუსტად ამაზეა!“ – ციტირებენ თეატრში რეჟისორს.

გრიბოედოვის თეატრის შესასვლელი - Sputnik საქართველო
ქართული გოგოლი გრიბოედოვის თეატრში – „შინელის" პრემიერა

სპექტაკლის ქორეოგრაფია თინათინ წულაძე, დამდგმელი მხატვარი – ბარბარე ასლამაზიშვილი.

ტიტულარული მრჩევლის აკაკი ბაშმაჩკინის პერსონაჟს განასახიერებს მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ნიკა კუჭავა. როლებს ასრულებენ ასევე გიორგი კიკნაძე (პეტროვიჩი), ანა გრიგოლია (მარია), ვარლამ კორშია (ივან ანდრეევიჩი), ასევე ანა ვასაძე, ანა იმნაძე, ირაკლი ჩხიკვაძე, ნოდარ ძოწენიძე.

რეჟისორი აპირებს გააკვირვოს მაყურებელი პიესის უჩვეულო მხატვრული ინტერპრეტაციით, რასაც თანამედროვე რეჟისორები ხშირად მიმართავენ.

კოკო როინიშვილი – ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი და მსახიობია, მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძისა და მსახიობ გია როინიშვილის ვაჟი. კოკოს ბოლო კინოროლებიდან აღსანიშნავია მონაწილეობა პოპულარულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“, სადაც მან ქარიზმატული მწერლის როლი შეასრულა.

ყველა ახალი ამბავი
0