ქალი და კონფლიქტები: თბილისი საინტერესო გამოფენისთვის ემზადება

© photo: Teona Paichadze' s Art / FBთეონა პაიჭაძის ნამუშევარი
თეონა პაიჭაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თეონა პაიჭაძის ნამუშევრები უნიკალურია თავისი შინაარსით. იგი არაჩვეულებრივად გადმოგვცემს ქალურობის თემატიკასთან დაკავშირებულ ესთეტიკას, სილამაზესა და კონფლიქტებს.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე მდებარე ინოვაციურ სივრცეში Art Tent გაიმართება ქართველი მხატვრის თეონა პაიჭაძის გამოფენა სახელწოდებით La Femme.

ღონისძიება Art Tent-ში 16 ნოემბერს ჩატარდება.

როგორც ღონისძიების Facebook-გვერდზეა აღნიშნული, თეონა პაიჭაძის ნამუშევრები უნიკალურია თავისი შინაარსით, ისინი შესანიშნავად წარმოაჩენს ქალის თემატიკასთან დაკავშირებულ ესთეტიკას, სილამაზესა და კონფლიქტებს.

სალომე რიგვავას ნამუშევარი - Sputnik საქართველო
„იყავი ჩემი ვალენტინი", ანუ რა სურთ ქალებს – თბილისი უჩვეულო გამოფენას უმასპინძლებს

როგორც თეონა ამბობს, მისი მამა – მწერალი სოსო პაიჭაძე მისთვის მთავარი ინსპირაცია იყო ხელოვნებასა და ფერწერაში. 2015 წელს მისი პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა, რომელიც მხატვარმა მამამისის წიგნის საიუბილეო გამოცემას მიუძღვნა.

2015 წლის შემდეგ მხატვარმა მრავალი პერსონალური გამოფენა გამართა თბილისში, გერმანიაში, იტალიაში, შვეიცარიაში და სხვა ქვეყნებში. ხოლო მისი ნამუშევრების მიხედვით შეიქმნა გამოფენების სერია La Femme, რომელიც ფრანგულად ქალს ნიშნავს.

1986-1990 წლებში თეონა იაკობ ნიკოლაძის სახელობის ხელოვნების სკოლაში სწავლობდა. დამთავრების შემდეგ კი სწავლა აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში განაგრძო. ის ასწავლიდა მხატვრობას „თბილისის სამხატვრო კოლეჯში", ასევე საქმიანობდა ხელოვნების სხვადასხვა სფეროში, ამზადებდა ხელნაკეთ სამკაულებს და ღია ბარათებს; აპროექტებდა და აწყობდა მაღაზიის ფასადებს ლითონის ბადეებით და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0