09:00 26 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1870
  • 100 RUB4.6730
  • USD2.8870
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
446 0 0

„ცეკვავენ ვარსკვლავები" საქართველოში პირველად 2012 წელს დაიწყო და არაერთმა ცნობილმა ადამიანმა მიიღო მასში მონაწილეობა

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. ფლამენკოს მეფედ აღიარებული მეგავარსკვლავი  ხოაკინ კორტესი  ტელევიზია „იმედის“  საცეკვაო შოუს, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ახალი სეზონის მთავარი მსაჯია.

ამის შესახებ მომღერალმა ანრი ჯოხაძემ  სოციალურ ქსელში დაწერა.  მან ფლამენკოს მსოფლიო ვარსკვლავთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ საცეკვაო შოუს მთავარი მსაჯი ხოაკინ კორტესი იქნება.

View this post on Instagram

Legend ✌🎉🕺❤

A post shared by ANRI 🦂 (@anrijokhadze) on

ხოაკინ კორტესი საქართველოში პირველად 2008 წელს ჩამოვიდა და კონცერტი ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართა. მოცეკვავე საქართველოს 2012 წელსაც ესტუმრა და ბათუმის პიაცაზე გამართა წარმოდგენა.

ცნობილი საცეკვაო შოუ „იმედზე“ 11 ნოემბერს ახალი სეზონით დაბრუნდა. „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ წყვილებს ცნობილი მოცეკვავეები და ცნობილი სახეები ქმნიან.  წელს პროექტის  მონაწილეები პროფესიონალ მოცეკვავეებთან ერთად არიან მსახიობები, მოდელები, სპორტსმენები, მომღერლები: ნოდარ სიმსივე და მზია ორველაშვილი, ნინი გოგიჩაიშვილი და ირაკლი ძაძამია, ნათია ჩარკვიანი და იაკობ ყუფუნია, პაატა თედიაშვილი და თიკო ჩიტიძე, ანკა ვასაძე და ოთო ფოლადაშვილი, თემურ თათარაშვილი და ლოლიტა მაჭავარიანი, მაგდალენა ჯოხაძე და ლევან ახვლედიანი, დავით თარგამაძე და ჯულიანა ბარგნარი, მალხაზ გარსევანიშვილი და ირა კვიტინსკაია, გია ფერაძე და ვერკა ჯაჯანიძე.

საცეკვაო შოუს  წამყვანები კი  ეკა ამირეჯიბი, დუტა სხირტლაძე და კახა კინწურაშვილი არიან,  რომლებსაც შოუ მანამდეც არაერთხელ წაუყვანიათ.

„ცეკვავენ ვარსკვლავები" საქართველოში პირველად 2012 წელს დაიწყო და არაერთმა ცნობილმა ადამიანმა მიიღო მასში მონაწილეობა.  

 

მთავარი თემები