თბილისში საავტორო კერამიკის გამოფენა გაიმართება

© photo: Sputnikკერამიკული ნამუშევრები
კერამიკული ნამუშევრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპოზიციის ორგანიზატორ რვა მხატვარს საქართველოს დედაქალაქში კერამიკის პირველი მუზეუმის გახსნა სურს.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს სიმონ ჯანაშიას ეროვნულ მუზეუმში 13 ნოემბერს ქართველი ოსტატების კერამიკული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება, ნათქვამია ღონისძიების განცხადებაში.

გამოფენის მიზანია დამთვალიერებელს გააცნოს კერამიკის ხელოვნება და ასევე მოამზადოს ნიადაგი თბილისში პირველი კერამიკული მუზეუმის გახსნისთვის.

წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი - სამხატვრო გალერეა MOMA Tbilisi  - Sputnik საქართველო
თბილისში არაბი მხატვრის ჰალლა ბინთ ხალიდის გამოფენა იხსნება

კერამიკის მუზეუმის გახსნის იდეის გარშემო რვა ქართველი მხატვარი გაერთიანდა: მალხაზ შველიძე, ნატო ერისთავი, გიგიშა პაჭკორია, ლია ბაგრატიონი, ლალი ქუთათელაძე, ოთარ ვეფხვაძე, მერაბ გუგუნაშვილი, ილია ბიგანიშვილი.

ხელოვანები სტუმრებს გააცნობენ კერამიკას, მის ისტორიას, მასალის თვისებებსა და შესაძლებლობებს. მხატვრებს უყვართ კერამიკაზე მუშაობა, რადგან მისი პლასტიკურობა ფანტაზიის უნარის გამოვლენის საშუალებას იძლევა.

გამოფენაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციიდან წარმოდგენილი იქნება დმანისში აღმოჩენილი შუა საუკენეების კერამიკული ნაკეთობები. განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს კერამიკოსი ალდე კაკაბაძის ნამუშევარი "მარანი – საქართველო".

გამოფენა 9 დეკემბრამდე გაგრძელდება. პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0