00:55 09 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2690
  • 100 RUB4.6218
  • USD2.9466
გია ყანჩელი

ბელგიაში გია ყანჩელის ძეგლი შეიძლება დაიდგას

photo: Vivacello / FB
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
101 0 0

კომპოზიტორის ძეგლის დადგმა მიდელჰაიმის პარკში სურთ, რომელიც მაესტროს საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო ბელგიაში ცხოვრების პერიოდში.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ქართველმა მუსიკოსმა დაჩი ხასაიამ, რომელიც ბელგიაში ცხოვრობს და მუშაობს, ბელგიის ქალაქ ანტვერპენის ხელისუფლებას მიმართა ინიციატივით, რომ ქალაქის ერთ-ერთ პარკში კომპოზიტორ გია ყანჩელის ძეგლი დაიდგას. ამის შესახებ მუსიკოსმა თავის Facebook-გვერდზე დაწერა.

საუბარია მიდელჰაიმის პარკზე, რომელსაც დიდი მაესტრო თავის საყვარელ დასასვენებელ ადგილს უწოდებდა. დაჩი ხასაიას თქმით, კიდევ ბევრი ფორმალობაა გასავლელი, მაგრამ ის ამ მიმართულებით მუშაობს.

გია ყანჩელი უკანასკნელ გზაზე აპლოდისმენტების ფონზე გააცილეს>>

„დღეს წერილი გავუგზავნე ანტვერპენის მერს, ბატონ ბარტ დე ვევერს თხოვნით, რომ დაიდგას გია ყანჩელის ძეგლი მის საყვარელ მიდელჰეიმის პარკში. თანხმობის მიუხედავად, ძალიან ბევრი მოსაგვარებელი საკითხია, რომელზეც ვმუშაობ. პროექტი ჯერ მუშაობის პროცესშია", – დაწერა მუსიკოსმა.

დაჩი ხასაია ქართველი მუსიკოსი, მომღერალი, პროდიუსერია, რომელიც გამოდის ფსევდონიმით Universe Man. მისი კარიერა 2016 წელს დაიწყო, როდესაც გამოუშვა თავისი სადებიუტო ალბომი Universal Past. 2018 წელს მუსიკოსმა გამოუშვა თავისი მეორე ალბომი, ახლა კი მესამე ალბომს ამზადებს.

„სიჩუმის მაესტრო" გია ყანჩელი 2019 წლის 2 ოქტომბერს გარდაიცვალა. კომპოზიტორი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

თბილისის ერთ-ერთ ქუჩას გია ყანჩელის სახელი მიენიჭება>>

გია ყანჩელი 1990-იან წლებში ფლანდრიის სამეფო ფილარმონიულმა ორკესტრმა მიიწვია. ის წლების მანძილზე ანტვერპენში ცხოვრობდა და მუშაობდა. სწორედ მაშინ შეიყვარა კომპოზიტორმა ეს წყნარი ბელგიური ქალაქი.

მთავარი თემები