რა ბედი ელის ფილარმონიას: თბილისის მთავარი საკონცერტო დარბაზი მმართველის გარეშე დარჩა

© Sputnik / Levan Avlabreliფილარმონია
ფილარმონია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანია, რომელსაც თბილისის ფილარმონიის მართვა 49 წლით ჰქონდა დაკისრებული, თავის ვალდებულებებს არ ასრულებდა

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ კომპანია International Events-თან კონტრაქტი გაწყვიტა და თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი (ფილარმონია) მმართველის გარეშე დარჩა, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სკანდალი თბილისის ფილარმონიასთან დაკავშირებით მწვავდება >>

კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზი International Events-ის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობა გახდა. კერძოდ,  ვალდებულებები ეხებოდა საკონცერტო დარბაზის განვითარების მიზნით განსახორციელებელ ინვესტიციებს, წელიწადში არანაკლებ 100 ადგილობრივი და 5 საერთაშორისო ღონისძიების მოწყობას და მართვის საზღაურის გადახდას.

ვალერიან შიუკაშვილი - Sputnik საქართველო
ვალერიან შიუკაშვილი თავის დაბადების დღეზე უფასო კონცერტს გამართავს

სახელმწიფო ქონების სააგენტომ მმართველ კომპანიას ჯერ ჯარიმა დააკისრა, ხოლო შექმნილი პრობლემების წერილობით წარდგენილი მიზეზების შესწავლის შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

გარდა ამისა, სააგენტომ თბილისის საქალაქო სასამართლოში დავალიანების დაფარვის მოთხოვნით სარჩელი შეიტანა.

ასევე, უწყება ამზადებს საკონცერტო დარბაზის განვითარების გეგმას, რომელსაც საზოგადოებას წარუდგენს.

კონტრაქტი ფილარმონიის მართვაზე ხელისუფლებამ  International Events-თან 2007 წელს გააფორმა. კომპანიას საკონცერტო დარბაზის მართვა 49 წლით ჰქონდა დაკისრებული.

იანვარში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ International Events-ს სახელმწიფოს წინაშე 3,2 მილიონი ლარის ოდენობის დავალიანება წარმოეშვა.

„სუხიშვილების“ ლეგენდარულ მოცეკვავეს ვარსკვლავს გაუხსნიან >>

გაზაფხულზე ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა პრემიერ-მინისტრს, კულტურისა და ეკონომიკის მინისტრებს  ღია წერილით მიმართა, რომელშიც ორკესტრისთვის საკონცერტო დარბაზის გადაცემის საკითხის განხილვა მოითხოვა.

საზოგადოებამ ორკესტრის იდეა პოზიტიურად მიიღო. სოციალურ ქსელებში დარბაზის გადაცემის თხოვნის მხარდამჭერი კამპანია დაიწყო, თუმცა მაშინ კულტურის სამინისტრომ ორკესტრს უარით უპასუხა.

ყველა ახალი ამბავი
0