12:54 22 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3000
  • 100 RUB4.6712
  • USD2.9781
სალომე რიგვავას ნამუშევარი

„იყავი ჩემი ვალენტინი", ანუ რა სურთ ქალებს – თბილისი უჩვეულო გამოფენას უმასპინძლებს

© photo: Art by Salome Rigvava / FB
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (557)
51 0 0

ქართველი მხატვრის სალომე რიგვავას ნამუშევრები ინახება საქართველოს, რუსეთის, გერმანიის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კერძო კოლექციებში.

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. ახალგაზრდა ქართველი მხატვრის სალომე რიგვავას გამოფენა სახელწოდებით „იყავი ჩემი ვალენტინი“ „გამრეკელის“ გალერეაში 6 ნოემბერს გაიხსნება და 20 ნოემბრამდე გაგრძელდება, იუწყებიან ორგანიზატორები. 

სალომე რიგვავა ქართველი მხატვრების ახალგაზრდა თაობის საკმაოდ აქტიური წარმომადგენელია. ის ექსპოზიციებს მართავს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

„თანამედროვე არტისტის სალომე რიგვავას ინტერესის სფეროს ყოველთვის წარმოადგენს – ღიად აჩვენოს ის, რაც ადამიანის შიგნით ხდება და გარშემო მყოფებისთვის დაფარულია. მის შემოქმედებაში კვლევის ერთ-ერთი მთავარი თემა არის ქალის ხასიათი და მისი განცდები. გამოფენაზე გაერთიანებული სამი თემიდან ერთ-ერთი სწორედ ქალის თემაა", – აღნიშნულია განცხადებაში.

სალომე რიგვავა 1988 წელს გაგრაში დაიბადა, თუმცა მშობლიური ქალაქის დატოვება ოთხი წლის ასაკში მოუწია. თბილისში ნიჭიერთა სახელოვნებო ათწლედის დასრულების შემდეგ სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვით ფაკულტეტზე ფერწერის განხრით გააგრძელა სწავლა. 2012 წელს კი, აკადემიის მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ, გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) სტიპენდია მოიპოვა და ორი წლის განმავლობაში გერმანიაში, შტუტგარტის სახელმწიფო სახელოვნებო აკადემიაში გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამული სწავლების კურსი, რის შემდეგაც კიდევ ორი წელი გაატარა გერმანიაში თავისუფალი მხატვრის სტატუსით.

Саломе Ригвава
სალომე რიგვავა

ქართველი მხატვარი აქტიურად თანამშრომლობს გალერეებთან, მონაწილეობს გამოფენებში შტუტგარტში, ჰაიდელბერგში, მიუნხენსა თუ ბერლინში.

გასულ წელს სალომემ აშშ-ში, ნიუ-ჯერსიში სახელოვნებო რეზიდენციის (ART MORA RESIDENCY) კონკურსში გაიმარჯვა და რამდენიმე თვე ნიუ-ჯერსიში და ნიუ-იორკში გაატარა, სადაც მონაწილეობა მიიღო ჯგუფურ გამოფენაში გალერეა ART MORA-ში.

სალომეს ნახატები დაცულია არაერთ კერძო კოლექციაში საქართველოში, გერმანიაში, ამერიკაში, ინგლისსა და რუსეთში.

 

თემები:
საქართველო და კულტურა (557)

მთავარი თემები