02:52 12 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2028
  • 100 RUB4.5482
  • USD2.8896
„ეგრისობის“ დღესასწაული სენაკში

სენაკში „ეგრისობა“ გაიმართა

photo : Sputnik / Nika Lataria
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (613)
6310

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 30-მდე სახეობის ქართული ყველი და ყველისგან დამზადებული პროდუქტები, ხალხური რეწვის ნიმუშები და ადგილობრივ შემოქმედთა ნახატები.

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. სენაკში „ეგრისობის“ სახალხო დღესასწაული ნოქალაქევის არქეოლოგიური კომპლექსის ტერიტორიაზე აღინიშნა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

დღესასწაულის ძირითადი ღონისძიება ნოქალაქევის უძველეს ციხე-გოჯში ჩატარდა, რომლის ფარგლებში სენაკში ყველის ფესტივალი დაფუძნდა.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 30-მდე სახეობის ქართული ყველი და ყველისგან დამზადებული პროდუქტები. გაიმართა მათი დეგუსტაცია და გამოფენა.

ასევე  წარმოდგენილი იყო ეთნოგრაფიული კუთხეები, გამოიფინა აგროპროდუქტები, ხალხური რეწვის ნიმუშები და ადგილობრივ შემოქმედთა ნახატები.

„ეგრისობა“ სენაკში 2012 წლიდან უწყვეტად აღინიშნება.

ნიკა ლატარია
თემები:
საქართველო და კულტურა (613)

მთავარი თემები