17:58 15 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2024
  • 100 RUB4.6032
  • USD2.8647
ლაპიდარული წერილი ტაო-კლარჯეთიდან

თურქეთში ქართული მონასტრის ტერიტორიაზე უნიკალური უძველესი წარწერები აღმოაჩინეს

photo: Research Center / FB
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (617)
199 0 0

ტაო-კლარჯეთში აღმოჩენილი ლაპიდარულ წარწერებს, რომელიც მკვლევარებისთვის მოულოდნელი იყო, პროფესორი თემურ ჯოჯუა სწავლობს

თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. ტაო-კლარჯეთში, ქართული მონასტრის, შატბერდის ტეროტირიაზე, ექსპედიციის დროს ქვებზე აღმოჩენილია უძველესი წარწერები - მკვლევარები მიიჩნებენ, რომ ეს XI საუკუნის ერთადერთი ლაპიდარული წარწერებია, რომლებიც ამ ტაძრიდან შემორჩა, ნათქვამია კვლევითი ცენტრის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ლაპიდარულ წარწერებს პოულობენ ქვებზე და სხვა მყარ მასალაზე, რომელიც ძეგლების ასაშენებლად გამოიყენება. ლაპიდარული წერა მოითხოვდა განსაკუთრებულ ქვის მთლელებს, რომლებსაც, წარწერების გარდა, ნახატების დატანებაც უწევდათ.

ტრადიციულად ლაპიდარული წერა მნიშვნელოვანი შინაარსის მქონე წარწერებისთვის გამოიყენებოდა. ის, ძირითადად, ქვაზე იყო ნაკვეთი და მკაცრი, ყოველგვარი ზედმეტი ელემენტების გარეშე ფორმა ჰქონდა.

შატბერდის მონასტერი პირველად IX საუკუნის დოკუმენტებშია ნახსენები. მონასტერი ტაო-კლარჯეთის ისტორიულ ქართულ მხარეში მდებარეობს. მონასტრის მშენებლობას კლარჯეთის მფლობელი ბაგრატ I კურაპალატის მმართველობის პერიოდში ქართველი მწერალი და სასულიერო პირი გრიგოლ ხანძთელი ხელმძღვანელობდა.

ამჟამად ტაო-კლარჯეთში აღმოჩენილ ლაპიდარულ წარწერებს სწავლობს პროფესორი თემურ ჯოჯუა. მისი თქმით, მიკვლეულია წარწერის ორი ნაწილი, თუმცა ის გაცილებით ვრცელი უნდა ყოფილიყო. იკითხება 20-ზე მეტი გრაფემა.

„ჩვენი ექსპედიციის ასეთ დასასრულს ვერც ვინატრებდით, გრიგოლ ხანცთელის საყვარელი სავანიდან, შატბერდის მონასტრიდან ლაპიდარული წარწერა ნამდვილად განსაკუთრებულია. ამ ეტაპისთვის ეს ერთადერთი შემორჩენილი ლაპიდარული წარწერაა შატბერდიდან“, - ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

უნიკალური აღმოჩენა: დმანისში მარტორქის ნაშთიდან აღებული დნმ მსოფლიოში უძველესი აღმოჩნდა >>

როგორც ცნობილია, ტაო-კლარჯეთში ისტორიული ექსპედიციის პროექტი შემუშავდა შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში, ხოლო მასზე მუშაობენ კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლები. ექსპედიციის სამეცნიერო ხელმძღვანელია თემურ ხუციშვილი. ექსპედიციის წევრები არიან ბებურ გოზალიშვილი, შალვა კოღუაშვილი, ანა იმედაშვილი.

თემები:
საქართველო და კულტურა (617)

მთავარი თემები