პარიზის ოპერის სცენაზე ანიტა რაჭველიშვილის ტრიუმფი შედგა

© Facebook / photo: Slow Mo / FBანიტა რაჭველიშვილი
ანიტა რაჭველიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კრიტიკოსებმა მაღალი შეფასება მისცეს ქართველი საოპერო მომღერლის საშემსრულებლო ოსტატობას, მაყურებლებმა - მის ეფექტურ სამოსს

თბილისი, 28 ოქტომბერი - Sputnik. პარიზის ეროვნული ოპერის სცენაზე შედგა მსოფლიოში ცნობილი ქართველი საოპერო მომღერლის, ანიტა რაჭველიშვილის (მეცო-სოპრანო) დებიუტი ჯუზეპე ვერდის ოპერაში „დონ კარლოსი“ - მან პრინცესა ებოლის პარტია შეასრულა, ნათქვამია თეატრის ვებგვერდზე.

ანიტა რაჭველიშვილი - Sputnik საქართველო
ანიტა რაჭველიშვილს გერმანიაში პრესტიჟული ჯილდო გადაეცა

როგორც კრიტიკოსებმა აღნიშნეს, რაჭველიშვილმა შესანიშნავად განასახიერა ეჭვიანი პრინცესა სპექტაკლში, რომლის რეჟისორი იყო პოლონელი ქშიშტოფ ვარლიკოვსკი. რაჭველიშვილის მიერ განსახიერებული კეთილშობილი ქალბატონი შეყვარებულია ოპერის მთავარ გმირზე, ტახტის მემკვიდრე კარლოსზე და თანდათანობით შეყვარებულების მრისხანე მტრად იქცევა.

„ქართველი მეცო-სოპრანო განეკუთვნება ძველი დროის იტალიელი მეცო-სოპრანოების შთამომავლობას“, - ასე დაახასიათეს ოპერის კრიტიკოსებბა ანიტას ტრიუმფი.

აღსანიშნავია, რომ საოპერო სპექტაკლის დეკორაციები და XIX საუკუნის ზოგიერთი სცენა ვარლიკოვსკის ვერსიაში გათანამედროვებულია. სცენაზე ანიტა თავს იწონებდა ელეგანტური შავი შარვლითა და პიჯაკით, ხელში კი სიგარეტი ეჭირა. სპეკტაკლის ჩვენებები პარიზში 23 ნოემბრამდე გაგრძელდება. წარმოდგენა ფრანგული და ინგლისური სუბტიტრებით გადის.

„დონ კარლოსი“ ჯუზეპე ვერდის ერთ-ერთი დიდი ხუთმოქმედებიანი ოპერაა, რომელიც შილერის დრამის მოტივებზეა დადგმული. ლიბრეტო - კამილ დე ლოკლი და ჟოზეფ მერი. ოპერის პრემიერა პარიზის სცენაზე 1867 წლის 11 მარტს შედგა.

ოპერას საფუძვლად უდევს ტრაგიკული სიყვარულის ისტორია, რომელსაც მხოლოდ ტანჯვა მოაქვს. დადგმა თვალნათლივ აჩვენებს ესპანეთის სამეფო კარის ცხოვრებას, ასევე გმირების ლტოლვას პოლიტიკური და პირადი თავისუფლებისადმი.

ვარსკვლავის გზა

ანიტა რაჭველიშვილი თბილისში დაიბადა, დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ვოკალის განხრით.

საქართველოში რაჭველიშვილის დებიუტი საოპერო სტუდიაში შედგა, სადაც ვერდის ოპერა „რიგოლეტოში" მადალენასა და ჩაისკოვსკის „ევგენი ონეგინში" ოლგას პარტიები შეასრულა. 2006 წლის შემოდგომაზე მომღერალი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიიღეს, ხოლო ერთი წლის შემდეგ სასწავლებლად მილანის „ლა სკალას" თეატრის აკადემიაში მიიწვიეს.

ცეკვა მეტროში - Sputnik საქართველო
ცეკვა მეტროში – თეა დარჩიას და ანიტა რაჭველიშვილის პერფორმანსი

ანიტა რაჭველიშვილი საერთაშორისო არენაზე ცნობილი 2009 წლის 7 დეკემბრიდან გახდა, როდესაც „ლა სკალას" სეზონის გახსნაზე „კარმენში" მთავარი პარტია შეასრულა.

მომღერლის სადებიუტო სპექტაკლმა ევროპულ სცენაზე უდიდესი წარმატებით ჩაიარა, სპექტაკლს მსოფლიოს მრავალი ტელეარხი გადასცემდა. 2011 წელს შედგა რაჭველიშვილის დებიუტი ნიუ-იორკის „კარნეგი ჰოლში", სადაც შეასრულა პრინცესა დე ბუიონის პარტია ჩილეას ოპერაში „ადრიანა ლეკურერი".

2017 წელს სენ-სანსის ოპერა „სამსონი და დალილაში" დალილას პარტიის შესრულებისთვის რაჭველიშვილმა მიიღო Bachtrack Opera Awards-ის პრემიის წოდება „საუკეთესო მომღერალი".

ყველა ახალი ამბავი
0