„ევროვიზია 2020": საქართველოში კონკურსანტის შესარჩევი კასტინგი 26 ოქტომბრიდან იწყება

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკში"ევროვიზია"
ევროვიზია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონკურსისთვის საქართველოს წარმომადგენლის შერჩევა, ყოველ შაბათს, ათასობით მაყურებლის წინაშე მოხდება

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. პოპულარული მუსიკალური ტელეპროექტ „საქართველოს ვარსკვლავის" მეორე სეზონი, რომლის გამარჯვებულიც ქვეყანას "ევროვიზია 2020"-ზე წარადგენს, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხზე შაბათს, 26 ოქტომბერს დაიწყება.

„საქართველოს ვარსკვლავი" ცნობილი მუსიკალური კონკურს Pop Idol-ის ანალოგია. გასული სეზონის გამარჯვებული მომღერალი ოთო ნემსაძე გახდა, რომელმაც „ევროვიზია 2019"-ზე წარადგინა საქართველო.

მზადება ევროვიზიის კონკურსისთვის - Sputnik საქართველო
„ევროვიზია 2020“: საქართველოს პრეტენდენტების ვინაობა ცნობილია

„ევროვიზია 2020" ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ როტერდამში გაიმართება. კონკურსის გამართვის უფლება ნიდერლანდებმა 2019 წელს გამართულ კონკურსზე დუნკან ლოურენსის (სიმღერა Arcade ) გამარჯვების შემდეგ მოიპოვა, რომელიც თელ-ავივში გაიმართა.

კონკურსის ნახევარფინალები გაიმართება 12 და 14 მაისს, ფინალი - 16 მაისს.

ტელეპროექტ „საქართველოს ვარსკვლავის" კასტინგები მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება. შოუში უძლიერეს შემსრულებელთა ათეული მოხვდება. შოუს ფინალში კი მაყურებლები გამარჯვებულს აირჩევენ.

წელს „საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურის შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება შევიდა. კერძოდ, პროექტი მომღერალმა სტეფანე მღებრიშვილმა და ხმისჩამწერი სტუდია „ბრავო რეკორდსის" პრეზიდენტმა ზაზა შენგელიამ დატოვეს. მათ ნაცვლად The Voice of Germany 2017-ის გამარჯვებულ ნათია თოდუასთან, მედიისა და კომუნიკაციების ბლოკის დირექტორ თინათინ ბერძენიშვილთან ერთად იქნებიან პიანისტი და ტელეწამყვანი დათუნა ალადაშვილი და კომპოზიტორი და პიანისტი დათო ევგენიძე.

გიორგი როსტიაშვილი - Sputnik საქართველო
საბავშვო ევროვიზია 2019: სიმღერის კლიპი, რომლითაც საქართველო კონკურსზე წარდგება

და კიდევ ერთი სიახლე: ახალ სეზონში ჟიური და მაყურებელი თავიდან საუკეთესო შემსრულებელს აირჩევს, რომლისთვისაც, პროექტის დასრულების შემდეგ დაწერენ კომპოზიციას და „ევროვიზიისთვის" სპეციალურ ნომერს მოამზადებენ.

შოუს ენერგიული მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი წაიყვანს. „ევროვიზიის" სცენაზე საქართველოს სახელით წარდგენის პრეტენზიას აცხადებს ორი მომღერალი: შოუ "ნიჭიერის" მეექვსე სეზონის გამარჯვებული ბარბარე სამხარაძე და მუსიკალური შოუ X Factor Georgia-ს პირველი სეზონის გამარჯვებული თორნიკე ყიფიანი.

გასული წლის მსგავსად, „საქართველოს ვარსკვლავი" ყოველ შაბათს 22:00 საათზე გავა ეკრანებზე.

ყველა ახალი ამბავი
0