ლიტერატურული პრემია „ლიტერას" გამარჯვებულები ცნობილია

© photo: press-service of the Ministry of Culture of Georgiaპრემია „ლიტერა"
პრემია „ლიტერა - Sputnik საქართველო
გამოწერა
"ლიტერას" ჟიურიმ გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში გამოავლინა

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. ქართული ლიტერატურული პრემია „ლიტერა-2019"-ს გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართა, იუწყებიან კონკურსის ორგანიზატორები.

ლიტერატურული პრემია „ლიტერა" 2015 წლიდან არსებობს. გამარჯვებულს ფულადი ჯილდო 5 ათასი ლარი და პრიზი „ლიტერა" გადაეცემა.

საბა - Sputnik საქართველო
ვინ არიან ლიტერატურული პრემია „საბას" ფინალისტები

„ლიტერას" ჟიურიმ, რომლის წევრებიც იყვნენ ნიკა აგლაძე, ნონა კუპრეიშვილი, გიორგი მაისურაძე, მაია ფანჯიკიძე და მალხაზ ხარბედია, ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში გამოავლინა.

ჟიურის გადაწყვეტილებით, 2019 წლის პრემია „ლიტერას" გამარჯვებულები გახდნენ:

1. რომანი

ზურაბ ქარუმიძე - „UNTERGANG - მოგზაურობა ევროპაში", გამომცემლობა „ინტელექტი"

2. პროზაული კრებული

დათო გორგილაძე - „ღმერთი სამსახურშია", გამომცემლობა „ინტელექტი"

3. პოეტური კრებული

ბექა ახალაია - „მტრედების იონა", გამომცემლობა „ინტელექტი"

4. დოკუმენტური პროზა

ნინო ლომაძე - „ვაშლის ბაღები", გამომცემლობა „ინდიგო"

სალომე ბენიძე, დინა ოგანოვა - SHEROES, გამომცემლობა წიგნები ბათუმში

5. დებიუტი

ნიკა ლაშხია - „დონორი", გამომცემლობა „ინტელექტი"

იაგო თვალაბეიშვილი - „ტრანსმუტაცია", გამომცემლობა პალიტრა L

6. წიგნის დიზაინი

თორნიკე ლორთქიფანიძე - „100 წელი - 100 ფოტო" , გამომცემლობა „ინდიგო"

ლიტერატურული პრემია „ლიტერა" საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოს მწერალთა სახლთან ერთად 2015 წელს დააარსა და მისი მიზანი ლიტერატურული პროცესების წახალისება და გააქტიურებაა.

ყველა ახალი ამბავი
0