„მის და მისტერ პლანეტა“ გახდნენ კონკურსანტები რუმინეთიდან და სამხრეთ აფრიკიდან

© Sputnik / STRINGERრიგით მეხუთე საერთაშორისო კონკურსში „მის და მისტერ პლანეტა“ - ფინალი
რიგით მეხუთე საერთაშორისო კონკურსში „მის და მისტერ პლანეტა“ - ფინალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში გამართულ კონკურსში მონაწილეობას 15 ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, ნიჭისა და სილამაზის რიგით მეხუთე საერთაშორისო კონკურსში „მის და მისტერ პლანეტა“ რუმინეთისა და სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლებმა გაიმარჯვეს, უამბო „Sputnik-საქართველოს“ კონკურსის დამფუძნებელმა ეკა მგალობლიშვილმა.

„მის პლანეტას“ ტიტულის მფლობელი გახდა 26 წლის რუმინელი გოგონა Hodisan Denisa Gabriela, ხოლო „მისტერ პლანეტის“ წოდება მიენიჭა 18 წლის სამხრეთ აფრიკელ Aubrey Pieterse.

© Sputnik / STRINGERრიგით მეხუთე საერთაშორისო კონკურსში „მის და მისტერ პლანეტა“ - ფინალი
„მის და მისტერ პლანეტა“ გახდნენ კონკურსანტები რუმინეთიდან და სამხრეთ აფრიკიდან - Sputnik საქართველო
რიგით მეხუთე საერთაშორისო კონკურსში „მის და მისტერ პლანეტა“ - ფინალი

„ჩვენ მოვიწვიეთ 300 VIP სტუმარი, რომელიც გადაწყვეტილებას ჟიურისთან ერთად იღებდა. დარბაზი ერთხმად სკანდირებდა: „რუმინეთი, რუმინეთი“. წელს ყველაფერმა კიდევ უფრო მაღალ დონეზე ჩაიარა“, - გვიამბო მგალობლიშვილმა.

რაც შეეხება მონაწილეებს საქართველოდან, მარიამ მამუცაშვილი გახდა კონკურსის ვიცე-მისი, ხოლო გოგა ჯიქიამ მეორე ადგილი დაიკავა.

© Sputnik / STRINGERრიგით მეხუთე საერთაშორისო კონკურსში „მის და მისტერ პლანეტა“ - ფინალი
„მის და მისტერ პლანეტა“ გახდნენ კონკურსანტები რუმინეთიდან და სამხრეთ აფრიკიდან - Sputnik საქართველო
რიგით მეხუთე საერთაშორისო კონკურსში „მის და მისტერ პლანეტა“ - ფინალი

ფინალისტები 15 ქვეყნიდან თბილისს ეწვივნენ, რათა საკუთარი ნიჭი და სილამაზე უჩვენონ. მონაწილეები საქართველოდან, ალბანეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან, ინდოეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან და სხვა ქვეყნებიდან მაყურებლის წინაშე წარდგნენ სხვადასხვა სამოსით და საღამოსთვის მომზადებულ ნომრები უჩვენეს.

© Sputnik / STRINGERრიგით მეხუთე საერთაშორისო კონკურსში „მის და მისტერ პლანეტა“ - ფინალი
„მის და მისტერ პლანეტა“ გახდნენ კონკურსანტები რუმინეთიდან და სამხრეთ აფრიკიდან - Sputnik საქართველო
რიგით მეხუთე საერთაშორისო კონკურსში „მის და მისტერ პლანეტა“ - ფინალი

პირველად კონკურსი 2015 წელს ჩატარდა, როდესაც Miss Planet-ის პრეზიდენტმა ირინა პაპაზოვამ კონკურსანტების ფინალური დაპირისპირებისთვის თბილისი აირჩია.

ყველა ახალი ამბავი
0