11:41 23 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (1026)
106 0 0

ორგანიზაცია შემოქმედების თავისუფლებისა და თანაბარი შესაძლებლობების პრინციპების ერთგული იქნება.

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. „კულტურის ეროვნული ფონდი", რომელიც ქვეყანაში 2020 წლის 1 იანვრიდან დაიწყებს ფუნქციონირებას, ხელოვნების განვითარებისა და მისი პოპულარიზების კუთხით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინტერესებს გაატარებს, გაანაწილებს გრანტებს კულტურულ პროექტებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან, იუწყება პირველი არხი.

საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, ფონდს ექნება საჯარო ფინანსირების მოდელი, რომელიც აპრობირებულია ევროპისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ეს ხელს შეუწყობს კულტურის განვითარებაზე გამოყოფილი სახსრების დემოკრატიულ და გამჭვირვალე განაწილებას.

ამასთან, „კულტურის ეროვნული ფონდი" უზრუნველყოფს კულტურის თანასწორ ხელმისაწვდომობას საზოგადოების ყველა წევრისთვის, განსაკუთრებით, მაღალმთიანი სოფლების, საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიების მოსახლეობის, შშმ პირებისთვის, ეთნიკური უმცირესობებისთვის, ახალგაზრდებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის.

ამასთან, როგორც კულტურის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი განმარტავს, ფონდი პასუხისმგებელი იქნება, ერთი მხრივ, დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვაზე, იქნება ეს კერძო თუ სახელმწიფო სექტორი, მეორე მხრივ, უნდა უზრუნველყოს კულტურის სხვადასხვა სფეროს დაფინანსების გამჭვირვალობა. მისი თქმით, ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან დამოუკიდებელი ექსპერტები, რომელთა შერჩევა როტაციის პრინციპით ყოველწლიურად მოხდება.

„კულტურის ეროვნული ფონდი" იქნება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ანალოგი, რომელიც სამეცნიერო სფეროს განვითარებას უწყობს ხელს. „კულტურის ეროვნული ფონდი" კი კულტურისა და ხელოვნების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. ფონდი განსაზღვრავს სფეროში არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებს და ფინანსურ რესურსს მათ დასაძლევად მიმართავს. ფონდისთვის შეიქმნება სპეციალური ვებ-გვერდი, რომელზეც წინასწარ გამოქვეყნდება ინფორმაცია ნებისმიერი კონკურსის შესახებ. ჩვენ პრაქტიკულად ვქმნით საერთაშორისო სტანდარტების მქონე ორგანიზაციას, რომელიც კულტურულ და შემოქმედებით სფეროს მოემსახურება", – განუცხადა ჟურნალისტებს ლევან ხარატიშვილმა.

ფონდის დირექტორად დაინიშნა ლიტერატურათმცოდნე, ავტორი, საერთაშორისო საგრანტო პროექტების ხელმძღვანელი და შემსრულებელი ირმა რატიანი. ფონდის ბიუჯეტი 50 მლნ ლარი იქნება.

თემები:
საქართველო და კულტურა (1026)

მთავარი თემები