დღესასწაული წიგნის მოყვარულებისთვის: თბილისში წიგნის დღეები გაიმართება

© photo: Sputnik / Stringerთბილისის წიგნის დღეები
თბილისის წიგნის დღეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისელებს ფესტივალზე ცხელ-ცხელი სიახლეები, თარგმანები, საბავშვო გამოცემები ელოდებათ.

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის წიგნის დღეები (Tbilisi Books Days), რომელიც ლიტერატურის სამყაროს სიახლეებს, ახალ თარგმანებსა და ბესტსელერებს წარმოადგენს, დედაქალაქში 28 ნოემბრიდან 1 დეკემბერის ჩათვლით გაიმართება.

ღონისძიება, ტრადიციულად, საერთაშორისო საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში" (Expo Georgia) ჩატარდება. ფესტივალის სტუმრები შეძლებენ მოხვდნენ წიგნის ბაზრობაზე და ამასთანავე გახდნენ სხვადასხვა კულტურული, ზოგადსაგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიების მონაწილე.

წიგნები - Sputnik საქართველო
2021 წელს მსოფლიო წიგნის დედაქალაქი თბილისი იქნება

ღონისძიებაზე გამოაცხადებენ 2019 წლის ბესტსელერებს. ასევე წარმოდგენილი იქნება საბავშვო, მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურის ფართო სპექტრი.

ფორუმის პროგრამაში დაგეგმილია ქართველი ავტორებისა და მთარგმნელების სემინარები და პრეზენტაციები.

არ მოიწყენენ ფესტივალის ყველაზე პატარა სტუმრებიც, მათთვის ორგანიზატორები მრავალფეროვან გასართობ-შემეცნებით ღონისძიებებს მოაწყობენ.

Tbilisi Books Days – წიგნის ხელოვნების ცენტრისა (Вооk Art Center) და „ექსპო ჯორჯიას" ერთობლივი პროექტია. ფესტივალი 2014 წლიდან ტარდება.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ეროვნული სტენდი გაიხსნა>>

წიგნის დღეები იმუშავებს ყველა მსურველისთვის 11:00 საათიდან 19:00 საათამდე. მისამართი – აკაკი წერეთლის 118.

ყველა ახალი ამბავი
0