23:12 15 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2566
  • 100 RUB4.6227
  • USD2.9608

მონიკა ბელუჩიმ ქართველი დიზაინერის სამოსი მოირგო – ფოტო

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი დიზაინერები მსოფლიო ასპარეზზე (35)
154510

ჩხიკვაძის კოლექციები გაყიდვების ჰიტებად იქცევა ხოლმე და ჩვენებების შემდეგ მთლიანად იყიდება.

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. წარმატებულმა ქართველმა დიზაინერმა ქეთი ჩხიკვაძემ საყოველთაოდ ცნობილ იტალიელ მსახიობსა და მოდელ მონიკა ბელუჩის თავისი კოლექციიდან პიჯაკი აჩუქა. ამაზე დიზაინერმა „Sputnik-საქართველოს“ თავად უამბო.

ქართული მოდა: გაიცანით ქეთი ჩხიკვაძის ახალი კოლექცია >>

ქართველი მოდელიერი პარიზში ესწრებოდა გამოჩენილი იტალიელი მსახიობის გადაღებებს მოდის ჟურნალისთვის L'Officiel.

„მონიკა ბელუჩის გადაღებებზე ვიყავი. ჟურნალ L'Officiel-სთვის ჩემი კოლექციის პიჯაკით გადაიღო. მოეწონა, და ჩვენ მას ის ვაჩუქეთ“, – ამბობს ქეთი.

View this post on Instagram

@monicabellucciofficiel @plaza_athenee #shootingparis

A post shared by Keti Chkhikvadze (@ketichkhikvadze) on

ქეთი ჩხიკვაძე ფეშენ-ინდუსტრიაში 17 წელია მუშაობს, მან თბილისის სამხატვრო აკადემიის მოდელირების ფაკულტეტი დაამთავრა. თავიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ყაზახეთში, შემდეგ კი თბილისში გადმოვიდა.

დიზაინერი აქტიურ მონაწილეობას იღებს ყველა მოდის კვირეულში. რვა წლის წინ ის პარიზში გაემგზავრა და იყო პირველი ქართველი დიზაინერი, რომელმაც პარიზის შოუ-რუმში მიიღო მონაწილეობა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მუშაობა თავისი პროდუქციის ექსპორტზე.

დღეს დიზაინერს საქართველოში აქვს სამი მაღაზია – ორი თბილისში და ერთი ბათუმში. ქეთი ჩხიკვაძე უცხოური მოდის მოყვარულებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

თემები:
ქართველი დიზაინერები მსოფლიო ასპარეზზე (35)

მთავარი თემები