ვინ არიან ლიტერატურული პრემია „საბას" ფინალისტები

© Facebook / SABA"საბა"
საბა - Sputnik საქართველო
გამოწერა
წელს პრემია არ გაიცემა კატეგორიაში „წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა", რადგან ჟიურიმ ფინალისტები ვერ გამოავლინა.

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. ქართულმა ლიტერატურულმა პრემიამ „საბა 2019" ფინალისტების ვინაობა დაასახელა, რომლებიც სანუკვარი ქანდაკებისთვის იბრძოლებენ, ნათქვამია ორგანიზატორების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ნომინაციაში „საუკეთესო რომანი" წარდგენილია აკა მორჩილაძის „კუპიდონი კრემლის კედელთან", ზურაბ ქარუმიძის „Untergang: მოგზაურობა ევროპაში" და ივა ფეზუაშვილის „ფსკერის სახარება".

პრემია „საბა“ - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავარმა ლიტერატურულმა პრემია „საბამ“ საპრიზო ფონდი გაზარდა

წოდებისთვის „საუკეთესო პროზაული კრებული" იბრძოლებს ოთხი ავტორი: ინა არჩუაშვილი - „მე ახლა არავის ველოდები", ზაალ სამადაშვილი - „ოსტატთან შეხვედრა", ნატო დავითაშვილი - „დაბრუნება - ადამიანები და სხვები" და გურამ მეგრელიშვილი - „საქართველოს ალტერნატიული რუკა".

კატეგორიაში „წლის საუკეთესო პოეტური კრებული" წარდგენილია: ბექა ახალაიას „მტრედების იონა", ზაზა ბიბილაშვილის „ფაზლი" და ეთერ თათარაიძის „ორი, სამი, ოთხი". ხოლო საუკეთესო დრამატურგის წოდებისთვის იბრძოლებენ მიხო მოსულიშვილი („ობობა"), ბასა ჯანიკაშვილი („სულები და თანამოაზრეები") და ალექსანდრე ლორთქიფანიძე („დისტოპიესები").

ნომინაციაში „საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი" წარდგენილი არიან ნილს სიმეონი (გიორგი მასხარაშვილი) - „14 კრისტალის თეორია", ნეფერტარი (ნინო ჭიპაშვილი) - „ბედუინი", თემურ ბაბლუანი - „მზე, მთვარე და პურის ყანა", დავით გორგილაძე - „ღმერთი სამსახურშია" და ილია ჭანტურია - „ნინოშვილის 25".

პრემია „საბა“ - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავარმა ლიტერატურულმა პრემია „საბამ“ საპრიზო ფონდი გაზარდა

კატეგორიაში „წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა" წარდგენილი არიან: ირაკლი მახარაძე - „კანვოი - რუსეთის იმპერატორთა ქართველი მცველები", ნინო ლომაძე - „ვაშლის ბაღები", დავით წერედიანი - „თემა და ვარიაციები", სალომე ბენიძე, დინა ოგანოვა - sHEROes, ლანა ღოღობერიძე - „გამოსვლები, ინტერვიუები, წერილები" და სულხან სალაძე - „უცნობი ძველი აჭარა".

რაც შეეხება „უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის" კატეგორიას, ფინალისტები ორი კვირის შემდეგ დასახელდებიან. ამასთან, წელს „საბა" არ გაიცემა ნომინაციაში „წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა", ვინაიდან ამ კატეგორიაში ჟიურიმ ფინალისტები ვერ გამოავლინა.

დაჯილდოების ცერემონია წელს ნოემბრის ბოლოს გაიმართება და გამარჯვებულებს გაზრდილი საპრიზო ფონდით დააჯილდოებენ – 4 ათასი ლარის ნაცვლად 6 ათასი ლარით. ხოლო ნომინაციაში "ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის" საპრიზო თანხა 8 ათასი ლარის ნაცვლად 10 ათასი ლარი იქნება.

ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბა" „თიბისი ბანკმა“ 2003 წელს დააფუძნა. წელს „საბას" კონკურსი მეშვიდმეტედ ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0