19:07 14 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2566
  • 100 RUB4.5941
  • USD2.9568
გია ყანჩელი, რობერტ სტურუა, გიორგი ალექსი-მესხიშვილი

უკანასკნელი საჩუქარი: რობერტ სტურუა გია ყანჩელის ხსოვნას სპექტაკლს მიუძღვნის

© photo: Sputnik / Dmitry Korobeynikov
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (538)
107 0 0

ყანჩელი და სტურუა დიდი მეგობრები იყვნენ და მრავალი წლის განმავლობაში თეატრში ნაყოფიერად თანამშრომლობდნენ.

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. მაესტროს უკანასკნელი საჩუქარი – ცნობილი რეჟისორი, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა გია ყანჩელის ხსოვნას სპექტაკლს მიუძღვნის, აცნობეს „Sputnik-საქართველოს" თეატრის პრეს-სამსახურში.

გია ყანჩელსა და რობერტ სტურუას დიდი მეგობრობა და მრავალი წლის განმავლობაში თეატრში ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებდა.

ლეგენდარული რეჟისორი სპექტაკლს დადგამს ფრანგი და ირლანდიელი მწერლის, პოეტისა და დრამატურგის სემუელ ბეკეტის პიესის „თამაშის დასასრული" (Endgame) მოტივებზე. ბეკეტის მიერ 1957 წელს დაწერილმა ამ ნაწარმოებმა ე.წ. აბსურდის თეატრს ჩაუყარა საფუძველი.

„მაყურებელი სპექტაკლს თეატრის დიდ სცენაზე, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლოს იხილავს. რეპეტიციები და დადგმისთვის მზადება მალე დაიწყება. აჟღერდება თუ არა ყანჩელის მუსიკა სპექტაკლში, ამას რეჟისორი გადაწყვეტს", – აღნიშნეს რუსთაველის თეატრში.

გია ყანჩელი 2019 წლის 2 ოქტომბერს გარდაიცვალა. ის დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

გია ყანჩელი მრავალი სიმფონიური და კამერული ნაწარმოების ავტორია. დაწერილი აქვს მუსიკა დრამატული სპექტაკლებისთვის, ათეულობით კინოფილმისთვის, მათ შორის ისეთი პოპულარული ფილმებისთვის, როგორებიცაა „მიმინო", „შერეკილები", „არ დაიდარდო", „ქინ-ძა-ძა", „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" და სხვ. სტურუასთან ერთად მუშაობდა სპექტაკლებზე „ხანუმა", „კავკასიური ცარცის წრე", „ჰამლეტი" და სხვ.

გია ყანჩელი მრავალი პრემიის ლაურეატია, მინიჭებული აქვს საქართველო სახელმწიფო პრემია, რუსთაველის პრემია და „ღირსების ორდენი", პრემია „ნიკე" ფილმისთვის („ქინ-ძა-ძა") დაწერილი საუკეთესო მუსიკისთვის (1987), „ვოლფის" პრემია და სხვ. არის საქართველოს სახალხო არტისტი, მინიჭებული აქვს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება (2007). ყანჩელი არის რუსეთის კინემატოგრაფიული ხელოვნების აკადემია „ნიკას" აკადემიკოსი.

თემები:
საქართველო და კულტურა (538)

მთავარი თემები