23:58 27 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9466
  • 100 RUB4.3828
  • USD3.3137
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
13040

ქობულეთის მერიამ გადაწყვიტა, ქანდაკების სახით უკვდავყოს ქობულეთელი მამაკაცის საქციელი, რომელმაც ზღვის ღელვის დროს ძაღლი გადაარჩინა.

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. ქობულეთის ერთ-ერთ სკვერში ადგილობრივი მცხოვრების ავთანდილ ცხვედიანის ქანდაკება დაიდგმება, რომელიც ამ ზაფხულს შტორმის დროს ძაღლის გადარჩენისას დაიღუპა, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ ქობულეთის მერიაში.

ავთანდილ ცხვედიანი 2019 წლის 5 აგვისტოს 51 წლის ასაკში დაიღუპა. ზღვაში შესული მისი ძაღლები ჯესი და ბასტი დიდი ტალღებისა და ქარის გამო ნაპირზე ვერ გამოდიოდნენ. მამაკაცი მათ გადასარჩენად ზღვაში შევიდა. ერთი ძაღლი გადაარჩინა, მაგრამ წყალში მეორედ შესვლისას სტიქიას ვეღარ გაუმკლავდა.

საინტერესოა, რომ მეორე ძაღლმა დამოუკიდებლად მოახერხა წყლიდან გამოსვლა და რამდენიმე საათში სახლში დაბრუნდა.

„მერიამ ავთანდილ ცხვედიანის ქანდაკებაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. ეს მართლაც საოცარი საქციელია, მან ხომ ძაღლების გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლით გარისკა. ეს იმსახურებს იმას, რომ ის სამუდამოდ დარჩეს ჩვენს ხსოვნაში“, – განაცხადა „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას ქობულეთის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ასლან ქათამაძემ.

მერიამ დაღუპულის ქანდაკების საუკეთესო პროექტზე კონკურსი გამოაცხადა. მემორიალის ღირებულება ექვსი ათასი ლარი იქნება. ქანდაკება უნდა იყოს მიმზიდველი, ორიგინალური, შთამბეჭდავი – ასეთია მერიის მოთხოვნები. ამასთანავე ქანდაკებაზე უნდა იყოს გამოყოფილი ადგილი წარწერისთვის, სადაც ქანდაკების ისტორია იქნება აღწერილი. ესკიზები 28 ოქტომბრამდე მიიღება.

მთავარი თემები