Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

Но есть судимость у меня - სოსო პავლიაშვილმა ივან ურგანტის შოუში იმღერა

© photo: Sputnik / Nina Zotina / გადასვლა მედიაბანკშისოსო პავლიაშვილი
სოსო პავლიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პავლიაშვილი გადაცემაში მივიდა ყვავილების უზარმაზარი თაიგულით, რათა „კეთილი იყოს მისი ფეხი გადაცემაში“

თბილისი, 13 ოქტომბერი -  Sputnik. რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი სოსო პავლიაშვილი პოპულარული რუსული შოუ „ვეჩერნი ურგანტის“ (Вечерний Ургант) სტუმარი გახდა.

„სოსო - კრასაფფჩიკ!“ - რუსმა შოუმენმა პავლიაშვილის მიერ ნამღერი ბლუზის ვიდეო ატვირთა >>

გადაცემის წამყვანმა ივან ურგანტმა მომღერლის ცხოვრებიდან სხვადასხვა ფაქტი გაიხსენა. მაგალითად, რომ პავლიაშვილი ბავშვობიდან ვირტუოზულად უკრავდა ვიოლინოზე და კლასიკური მუსიკოსი შეიძლება გამხდარიყო. მაგრამ სოსოს მიუწია სამხედრო სამსახურში წასვლა და  ცხოვრებაც სხვანაირად წარიმართა. მაგრამ სოსო ჯარშიც არ ივიწყებდა მუსიკას და ზოგჯერ ოფიცრებისთვის უკრავდა კიდეც.

მოგვიანებით პავლიაშვილმა თავისი როკერული წარსული გაიხსენა, როდესაც ბიჭებთან ერთად AC/DC-ს სიმღერებს უკრავდა.

„ჩვენ გვქონდა ასეთი როკ-ჯგუფი: მე, ჩემი მეგობარი, ისიც მევიოლინე იყო, და მისი შერეკილი ძმა - ის დრამზე უკრავდა“, - დაიწყო საუბარი სოსომ, ამ დროს ურგანტმა ჰკითხა, შემთხვევით ძმებ მელაძეებზე ხომ არ საუბრობს. პავლიაშვილმა გაიცინა და თქვა, რომ იმ ძმებს სხვა გვარი ჰქონდათ.

ყველაზე ეფექტური მომენტი კი მაშინ დადგა, როდესაც ურგანტმა პავლიაშვილს თამაშში მონაწილეობა შესთავაზა. სოსოს ყველასათვის ნაცნობ სიმღერაში Радовать ზმნები უნდა შეეცვალა. სოსოსთან ერთად ურგანტიც მღეროდა. ერთ-ერთ ვერსიაში პავლიაშვილს უნდა ჩაესვა ზმნა „წამოყენება“ (выдвинуть), თითქოსდა მას დუმაში საკუთარი კანდიდატურის წამოყენება სურდა.

„Выдвинуть, чтоб самого себя лоббировать. Своим мандатом спекулировать, но есть судимость у меня", - სინანულით წაიმღერა პავლიაშვილმა. დარბაზი სიმღერის ასეთ ვერსიას ოვაციით შეხვდა.

პავლიაშვილი - რუსეთში მოღვაწე პოპულარული ქართველი მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობია.

ექვსი წლის ასაკში პავლიაშვილმა ვიოლინოზე დაკვრა ისწავლა. მოგვიანებით გამოდიოდა ნიჭიერი ახალგაზრდების კონკურსებსა და კონცერტებზე. იყო ლეგენდარული მუსიკალური ანსამბლ „ივერიას“ მონაწილე. გამარჯვებამ იურმალას ფესტივალზე (1989) მას საყოველთაო პოპულარობა მოუტანა.

პავლიაშვილს ყოველთვის გამოარჩევდა გამოსვლის ემოციური მანერა, რომელსაც შესანიშნავ ვოკალურ მონაცემებთან ერთად მაყურებელი აღფრთოვანებაში მოჰყავს.

ყველა ახალი ამბავი
0