კულტურა, ისტორია და ირანის მმართველები: თბილისში უჩვეულო გამოფენა გაიმართება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ეროვნული მუზეუმი
საქართველოს ეროვნული მუზეუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოფენაზე დამთვალიერებელი იხილავს ირანულ სასახლეებს, არქიტექტურისა და ხელოვნების უნიკალურ ნიმუშებს.

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. ირანელი ხელოვანის საიდ ფალაჰფარის ფოტოგამოფენა „ნაივარანის სასახლის კულტურულ-ისტორიული კომპლექსი" საქართველოს ეროვნულ მუზეუმში 8-11 ოქტომბრის პერიოდში გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები Facebook-გვერდზე.

ირანულ კულტურაში სასახლეს სიმბოლური დატვირთვა ენიჭება და, გარკვეულწილად, ისტორიის სარკეს წარმოადგენს. ირანული სასახლეები, არქიტექტურისა და ხელოვნების უნიკალური ნიმუშები წარმოდგენას შეგიქმნით გარკვეული ეპოქის სოციალური და კულტურული ტენდენციების, პოლიტიკური თუ ეკონომიკური მდგომარეობის და მმართველების მსოფლმხედველობის შესახებ.

გიორგი სისაურის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
„ანბანთქება": თბილისში უნიკალური ქართული დამწერლობის გამოფენა იხსნება

„ფოტოგამოფენა „ნიავარანის სასახლის კულტურულ-ისტორიული კომპლექსი", გარდა ვიზუალური, ტურისტული, არქიტექტურული და მხატვრული ღირსშესანიშნაობებისა, ასახავს სასახლის სოციალურ კონცეფციას და უზრუნველყოფს ამ ურბანული და სახელმწიფოებრივი ელემენტის კულტურულ-ისტორიულ გაგებას", – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ნიავარანის სასახლეთა კომპლექსი ირანში და ასევე მთელ მსოფლიოში მიჩნეულია ფეჰლევიანთა დინასტიის მმართველობის სიმბოლოდ, რომლის დაცემა ქვეყანაში რევოლუციას და ახალი ეპოქის დაწყებას უკავშირდება.

გამოფენა 8 ოქტომბერს 17:00 საათზე გაიხსნება. ორგანიზატორების განცხადებით, გამოფენის გახსნის ცერემონიაზე დასწრება უფასოა. გამოფენა საქართველოში ირანის ისლამური სახელმწიფოს საელჩოს კულტურული განყოფილების მხარდაჭერით იმართება.

ყველა ახალი ამბავი
0