20:28 17 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2779
  • 100 RUB4.6531
  • USD2.9723
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და თეატრის სახელმწიფო თეატრი

30 წელი მსოფლიო სცენაზე: ოპერის ვარსკვლავი ლადო ათანელი კონცერტისთვის ემზადება

© Sputnik / Alexander Imedashvili
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (544)
6410

ქართველი საოპერო მომღერალი ცნობილია უზადო შესრულების ტექნიკით

თბილისი, 6 ოქტომბერი - Sputnik. ქართული საოპერო მომღერალი, საერთაშორისო მასშტაბის ვარსკვლავი ლადო ათანელი მსოფლიო სცენაზე თავისი შემოქმედებითი საქმიანობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით კონცერტს ამზადებს, იუწყებიან ორგანიზატორები.

შემოქმედებით საღამოში, რომელიც 30 ოქტომბერს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და თეატრის სახელმწიფო თეატრში გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ ნინო სურგულაძე, ხათუნა ჭოხონელიძე, მარიკა მაჩიტიძე, შალვა მუქერია, არმაზ დარაშვილი, გოჩა დათუსანი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი და ორკესტრი. ორკესტრის დირიჟორი მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილი იქნება.

საღამოს პროგრამაშია ნაწყვეტები ჯუზეპე ვერდის ორი ოპერიდან: მეოთხე აქტი „რიგოლეტოდან“ და პირველი აქტი ოპერიდან „მაკბეტი“.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 7 ივნისსზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ ლადო ათანელის სახელის ვარსკვლავი გაიხსნა.

ოპერის ვარსკვლავი

მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერალი ლადო ათანელი 1960 წლის 9 სექტემბერს დაიბადა. 1989 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, იმავე წელს შედგა მისი დებიუტი თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე.

მომღერალი ესპანეთის, გერმანიის, ავსტრიისა და სხვა ქვეყნების საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსებზე არაერთხელ დაჯილდოვდა გრან-პრითა და ოქროს მედლებით. მრავალი წლის განმავლობაში ათანელი ყველაზე პრესტიჟულ საოპერო სცენებზე იდგა — „ლა სკალა“ (მილანი), „მეტროპოლიტენ-ოპერა“ (ნიუ-იორკი), „კოვენტ გარდენი“ (ლონდონი), „რეალ თეატრი“ (მადრიდი), „დოიჩე ოპერა“ (ბერლინი), ასევე ვენის სახელმწიფო ოპერის თეატრის, ტოკიოს, სან-ფრანცისკოს, ვაშინგტონისა და სხვა ქალაქების სცენები.

Известный оперный певец, баритон Черного моря Ладо Атанели
© photo: Sputnik / РИА Новости
ლადო ათანელი

უნიკალური ხმითა და ვოკალის მაღალი ტექნიკით დასავლური პრესა ლადო ათანელის ხმას ხშირად ადარებს ისეთ ვარსკვლავებს, როგორიცაა პიერო კაპუჩილი და რენატო ბრუზონი.

კარიერის განმავლობაში ათანელს შესრულებული აქვს რენატოს („ბალ-მასკარადი), ამონასროს („აიდა“), ნაბუქოდონოსორის („ნაბუქო“), მაკბეტის („მაკბეტი“), ჟერმონის („ტრავიატა“) და ა.შ. პარტიები. მომღერალს ტრიუმფალური წარმატება მოუტანა პუჩინის „ტოსკაში“ ბარონ სკარპიას და ლეონკავალოს ოპერა „ჯამბაზებში“ ტონიოს პარტიების შესრულებამ.

თემები:
საქართველო და კულტურა (544)

მთავარი თემები