„მისი მელოდიები სულის სიმებს ეხებოდა“ - რუსეთში ყანჩელს გლოვობენ

© photo: Kancheli Music / FBგია ყანჩელი
გია ყანჩელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის გარდაცვალებამ მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანები დაამწუხრა

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ხელოვნების მოღვაწეებმა რუსეთში ღრმა სამძიმარი გამოუცხადეს ქართველ ხალხს ცნობილი კომპოზიტორის, პიანისტისა და პედაგოგის, გია ყანჩელის გარდაცვალების გამო.

„ყვითელი ფოთლების სიჩუმის დღე“ – ემოციური ვიდეო, რომელიც გია ყანჩელს მიუძღვნეს >>

გია ყანჩელი 84 წლის ასაკში 2 ოქტომბერს გარდაიცვალა. გამოჩენილ მუსიკოსს დღეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. დიდ მაესტროს რუსთაველის თეატრიდან გამოასვენებენ.

„მისი მუსიკა დარჩება და იცოცხლებს მრავალი ათეული წლის განმავლობაში. სანამ ცოცხლები ვიქნებით, მას სიყვარულითა და მადლიერებით გავიხსენებთ“, - წერს რუსეთის ფედერაციის თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე, რუსეთის სახალხო არტისტი ალექსანდრ კალიაგინი.

ყანჩელის მნიშვნელობასა და მასშტაბზე ისაუბრა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში მიხაილ შვიდკოიმ.

ჰააგის უძველესი ეკლესია - Sputnik საქართველო
ჰააგის უძველესი ეკლესიის სამრეკლოდან გია ყანჩელის „ყვითელი ფოთლები“ აჟღერდა

„მან მთელი თავისი ცხოვრება მუსიკალურ ხელოვნებას მიუძღვნა ფართო გაგებით. მასში საოცრად იყო შერწყმული სიყვარული როგორც კლასიკური, ასევე „ხალხური" მუსიკის მიმართ, რომელიც ყველა მსმენელს შეუყვარდა. მისი მელოდიები მთელ მსოფლიოში ასობით ათასი ადამიანის სულის სიმებს ეხებოდა. ნიჭიერმა კომპოზიტორმა, თავისი ოსტატობით თავისი კარგი სახელი ყველაზე ღირსეული კულტურული მოღვაწეების პანთეონში ჩაწერა”, - წერს შვიდკოი.

გია ყანჩელი მრავალი სიმფონიური და კამერული ნაწარმოების ავტორია. დაწერილი აქვს მუსიკა დრამატული სპექტაკლებისთვის, ათეულობით კინოფილმისთვის, მათ შორის ისეთი პოპულარული ფილმებისთვის, როგორებიცაა „მიმინო", „შერეკილები", „არ დაიდარდო", „ქინ-ძა-ძა", „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" და სხვ.

გია ყანჩელი მრავალი პრემიის ლაურეატია, მინიჭებული აქვს საქართველო სახელმწიფო პრემია, რუსთაველის პრემია და „ღირსების ორდენი", პრემია „ნიკე" ფილმისთვის („ქინ-ძა-ძა") დაწერილი საუკეთესო მუსიკისთვის (1987), „ვოლფის" პრემია და სხვ. არის საქართველოს სახალხო არტისტი, მინიჭებული აქვს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება (2007). ყანჩელი არის რუსეთის კინემატოგრაფიული ხელოვნების აკადემია „ნიკას" აკადემიკოსი.

ყველა ახალი ამბავი
0