14:41 30 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7913
  • 100 RUB4.0794
  • USD3.2338
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (975)
16610

გია ყანჩელი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქართულ მუსიკალურ ხელოვნებაში, 84 წლის ასაკში 2 ოქტომბერს გარდაიცვალა.

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ნიდერლანდებში, ქალაქ ჰააგაში, წმ. იაკობის სახელობის უძველესი ეკლესიის სამრეკლოს ყველაზე მაღალი წერტილიდან დღეს, 4 ოქტომბერს აჟღერდა „ყვითელი ფოთლები“ და მელოდია ფილმიდან „შერეკილები“, ინფორმაციას ჰოლანდიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

„საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში ღრმა მწუხარებას გამოხატავს დიდი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის გარდაცვალების გამო“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც თან ვიდეო ახლავს.

გია ყანჩელი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქართულ მუსიკალურ ხელოვნებაში, 84 წლის ასაკში 2 ოქტომბერს გარდაიცვალა. მას დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში შაბათს, 5 ოქტომბერს დაკრძალავენ.

სამოქალაქო პანაშვიდი კომპოზიტორის სახლში (ტოვსტონოგოვის 6) 3 და 4 ოქტომბერს გაიმართება. ამ სახლში 1904 წლიდან ცხოვრობდა ყანჩელის ოჯახის ექვსი თაობა.

დიდ მაესტროს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ.

გია ყანჩელი მრავალი სიმფონიური და კამერული ნაწარმოების ავტორია. დაწერილი აქვს მუსიკა დრამატული სპექტაკლებისთვის, ათეულობით კინოფილმისთვის, მათ შორის ისეთი პოპულარული ფილმებისთვის, როგორებიცაა „მიმინო", „შერეკილები", „არ დაიდარდო", „ქინ-ძა-ძა", „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" და სხვ.

თემები:
საქართველო და კულტურა (975)

მთავარი თემები