11:29 14 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2566
  • 100 RUB4.5941
  • USD2.9568
მშვიდობის ხიდი

არტ-სახელოსნოები, ვიქტორინები და კარაოკე: ენების ევროპული დღე თბილისში

© Sputnik / Alexander Imedashvili
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (539)
43 0 0

ღონისძიება სასარგებლო და საინტერესო იქნება არა მარტო ბავშვებისთვის, არამედ უფროსებისთვისაც.

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. ენების ევროპული დღე – პროგრამა, რომელიც გაჯერებული იქნება სასარგებლო და გასართობი ღონისძიებებით, თბილისში შაბათს, 28 სექტემბერს გამართება, ნათქვამია ორგანიზატორების Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ენების ევროპული დღე, რომელიც მსოფლიოში 26 სექტემბერს აღინიშნება, 2001 წელს ევროპის საბჭოს მიერ დაწესდა. ღონისძიების ძირითადი მიზანია ენობრივი მრავალფეროვნების, თითოეული ევროპელის ორენოვნების, მსოფლიოში სხვადასხვა ენების სწავლის პროცესის განვითარების მხარდაჭერა.

2012 წლიდან ევროპის საბჭოს კულტურულ ინსტიტუტთა გაერთიანება, ეს კი 90 წევრი ორგანიზაციაა ევროპის მასშტაბით, ენების ევროპული დღის აღსანიშნავად ქართველ მოსწავლეებსაც იწვევს.

წელს ენების ევროპული დღის აღსანიშნავად კავკასიის ფრანგულ სკოლაში გაიმართება საგანმანათლებლო თამაშები, არტ-სახელოსნოები, კარაოკე, არტ-თერაპიაში მასტერ-კლასები, უცხო ენების ინტერაქტიული შესწავლის თემაზე სემინარები და ვიქტორინები.

ბავშვებს ჩაუტარდებათ მასტერ-კლასები ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ, ესპანურ, პორტუგალიურ, თურქულ, პოლონურ, ფინურ და ბერძნულ ენებში.

გარდა ამისა, ბავშვებს შესაძლებლობა მიეცემათ გაეცნონ ევროპის სხვადასხვა ხალხების კულტურულ და ენობრივ თავისებურებებს. სხვადასხვა კონკურსებისა და საგანმანათლებლო ღონისძიებების შემდეგ გაიმართება დაჯილდოების ცერემონია.

ენების ევროპული დღე საინტერესო უფროსებისთვისაც იქნება. მათთვის შემეცნებით-საჯარო ლექციას გამართავს ფსიქოანალიტიკოსი, ფსიქოთერაპევტი შალვა მამინაშვილი თემაზე „ციფრული რეალობა და ეკრანი ბავშვისა და ოჯახის ფსიქიკურ ცხოვრებაში".

ღონისძიება 10:00 საათიდან 16:00 საათამდე გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.

თემები:
საქართველო და კულტურა (539)

მთავარი თემები