ბუბა ხოტივარმა სოსო ჯაჭვლიანს სძლია - კინოაკადემიის პრეზიდენტი არჩეულია

© Pixabay / JanBabyკინოფირი
კინოფირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კინოაკადემიის პრეზიდენტის პოსტზე კენჭს  ორი კანდიდატი, სოსო ჯაჭვლიანი და ბუბა ხოტივარი  იყრიდა

თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტად რეჟისორი რამაზ ( ბუბა)  ხოტივარი ოთხი წლის ვადით აირჩიეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. 

კინოთეატრის სალაროები - Sputnik საქართველო
ქართველი კინომანები პლანეტის საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმს პირველად შეარჩევენ

კინოაკადემიის პრეზიდენტის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ორი კვირის წინ, ყოფილმა არჩეულმა პრეზიდენტმა, ზაზა ურუშაძემ თანამდებობა  დატოვა.

საქართველოს კინოაკადემიაში დღეს  რიგგარეშე ყრილობა გაიმართა.  პრეზიდენტის პოსტზე კენჭს  ორი კანდიდატი, სოსო ჯაჭვლიანი და ბუბა ხოტივარი,  იყრიდა. ბუბა ხოტივარმა არჩევნებში მონაწილე აკადემიის წევრთა 106 ხმა აიღო, სოსო ჯაჭვლიანმა კი  63 ხმა მოაგროვა.

კინოაკადემიას სულ 294 წევრი ჰყავს,  არჩევნებზე კი  184 მონაწილე დარეგისტრირდა.

ბუბა ხოტივარი სხვადასხვა დროს  მუშაობდა საქართველოს ტელეფილმების სტუდიისა და კინოსტუდია "ქართული ფილმის" კინორეჟისორად. როგორც დამდგმელ რეჟისორს, გადაღებული აქვს დოკუმენტური და მხატვრული ფილმები: "ისლამი საქართველოში", "ლეხაიმ!", "მარკოზის სახარება", "ლაზარეს თავგადასავალი", "დიმიტრი II", "ჩირიკი და ჩიკოტელა". არის საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. კინორეჟისორი.

ყველა ახალი ამბავი
0