Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

რა ხდება პიტერ ვებერის ფილმის გადასაღებ მოედანზე – ვიკა კალანდია ფოტოს აქვეყნებს

© Photo: Vika Kalandia / FBვიკა კალანდია
ვიკა კალანდია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრიტანელმა რეჟისორმა პიტერ ვებერმა სახელი გაითქვა ფილმით „გოგონა მარგალიტის საყურით“, რომელშიც მთავარ როლს სკარლეტ იოჰანსონი ასრულებს.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. მსახიობმა ვიკა კალანდიამ სოციალურ ქსელში ცნობილი ამერიკული კომპანია Netflix-ის სერიალის „ცეცხლის სამეფოს“ გადასაღები მოედნის ფოტო და ვიდეომასალა გამოაქვეყნა.

Apple Watch-ის ქართველი სახე, მსახიობი ვიკა კალანდია ბრიტანელი რეჟისორის პიტერ ვებერის ახალ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. პიტერ ვებერი ვიკას სიძეა. ვიკას და, სალომე კალანდია რეჟისორის, მისი მომავალი მეუღლის ასისტენტი (დამხმარე რეჟისორი) იყო. სერიალის გადაღება ტუნისში გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში მიმდინარეობდა. 15 სერიისგან შემდგარ სერიალში მოქმედება მე-19 საუკუნეში ვითარდება და ოტომანებისა და მამლუქების ბრძოლას ასახავს. სერიალი ქართული სოფლით იწყება და მთავრდება. მთავარი პერსონაჟი ქართველი მამლუქია.

ხატია ბრაჭული - Sputnik საქართველო
სად წავიდა ჩცდ სერიალიდან ბაქარის ცოლი და როგორ ცხოვრობს ახლა – ფოტოები

ვიკა სერიალში ეპიზოდურ როლს ასრულებს. „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ მასალებში ჩანს, როგორ ურჩევენ ქართველ მსახიობს სამოსს და მუშაობენ მის გრიმსა და თმაზე.

ბრიტანელმა რეჟისორმა პიტერ ვებერმა სახელი გაითქვა ფილმით „გოგონა მარგალიტის საყურით“, რომელშიც მთავარ როლს სკარლეტ იოჰანსონი ასრულებს. მასვე ეკუთვნის 2007 წელს გამოსული Hannibal Rising-ი, Emperor-ი და მრავალი სხვა.

ყველა ახალი ამბავი
0