ქართველი კინომანები პლანეტის საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმს პირველად შეარჩევენ

© Sputnik / Alexander Imedashviliკინოთეატრის სალაროები
კინოთეატრის სალაროები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანჰეტენის მოკლემეტრაჟიანი კინოს ფესტივალი ერთდროულად მსოფლიოს მრავალ ქალაქში იმართება.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. საქართველო პირველად გახდა მანჰეტენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების XXII საერთაშორისო მასშტაბური ფესტივალის მონაწილე, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქალაქში 26 სექტემბერიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით ერთდროულად იმართება.

ქართულმა ფილმმა „8 წუთი“ ვენესუელაში 10 ჯილდო მოიპოვა>>

ფესტივალის მთავარი დანიშნულებაა პლანეტის საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის შერჩევა. ერთი კვირის განმავლობაში მთელ მსოფლიოში 400-ზე მეტ ლოკაციაზე აჩვენებენ ფილმებს Manhattan Short 2019-ის სიიდან, ხოლო მაყურებელი საუკეთესოს აძლევს ხმას.

წელს შერჩეულ ათ ფილმს შორის მოხვდა მოკლემეტრაჟიანი სურათები დიდი ბრიტანეთიდან (სამი), აშშ-დან (ორი), ასევე გერმანიიდან, ფინეთიდან, კანადიდან, ირანიდან და საფრანგეთიდან (თითო-თითო). სულ ფესტივალზე მთელი მსოფლიოდან 125 ფილმი შევიდა.

8 წუთი - Sputnik საქართველო
ქართული ფილმი–აპოკალიფსი მანჰეტენის ფესტივალზე საუკეთესოდ აღიარეს

თბილისი ფესტივალს 1 და 2 ოქტომბერს კინოთეატრ „ამირანში" უმასპინძლებს. კინოჩვენებები ასევე გაიმართება რუსეთში, უკრაინაში, პოლონეთში, ჩეხეთში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, ესპანეთში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, მექსიკაში, სამხრეთ აფრიკასა და სხვა სახელმწიფოებში.

Manhattan Short მოკლემეტრაჟიანი კინოს ფესტივალია, რომელიც 1998 წლიდან არსებობს. მისი სლოგანია „ერთი კვირა. ერთი მსოფლიო. ერთი ფესტივალი".

ქართულმა ფილმმა სამყაროს აღსასრულზე ინდოეთის ფესტივალზე გაიმარჯვა>>

საქართველომ 2017 წელს მანჰეტენის ფესტივალზე ოქროს მედალი მიიღო. ეს ჯილდო დაიმსახურა გიორგი გოგიჩაიშვილისა და დავით აბრამიშვილის ფილმმა-აპოკალიფსმა „8 წუთი". ფილმმა მოგვიანებით კიდევ მრავალი სხვა ჯილდო მოიპოვა.

ყველა ახალი ამბავი
0