თბილისში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იხსნება – პროგრამა

© photo: Tbilisi International / FBთბილისის თეატრალური ფესტივალი
თბილისის თეატრალური ფესტივალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალზე მაყურებელი არა მხოლოდ თეატრალურ, არამედ ქორეოგრაფიულ და მულტიმედიურ დადგმებსაც იხილავს.

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომლის სცენაზეც წელს საკუთარ შემოქმედებას წარმოადგენენ თეატრალური დასები დიდი ბრიტანეთიდან, ლიეტუვიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან, გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ესპანეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან და ისრაელიდან, ორშაბათს, 23 სექტემბერს გაიხსნება და ერთ თვეს გაგრძელდება.

წლევანდელი ფესტივალი, რომელიც უკვე მეთერთმეტედ ტარდება, განსხვავებულია მრავალფეროვანი საერთაშორისო პროგრამით და მოიცავს როგორც თეატრალურ, ისე ქორეოგრაფიულ და მულტიმედიურ დადგმებს.

„Sputnik-საქართველო" გთავაზობთ ფესტივალის დეტალურ პროგრამას და თეატრის მოყვარულებს სასიამოვნო, შთამბეჭდავ სანახაობას უსურვებს!

© courtesy of Tbilisi Internationalთბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი
თბილისში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იხსნება – პროგრამა - Sputnik საქართველო
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი

ქართული პროგრამა

„იდეალური უცნობი" - გ. ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - 1 ოქტომბერი, 19:00 (გრიბოედოვის დრამატული თეატრი - დიდი სცენა);

„ანტიმედია" - სოხუმის გამსახურდიას სახ. სახელმწიფო დრამატული თეატრი - 2 ოქტომბერი, 13:00 (სოხუმის სახელმწიფო თეატრი);

„უღელტეხილი" - ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი - 2 ოქტომბერი, 18:00 (მ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი);

„ჰამლეტი" - კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, 2 ოქტომბერი, 20:00 (კ. მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრი - დიდი სცენა);

„ჰეკაბე" - ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, 2 ოქტომბერი,  20:00 (შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი - დიდი სცენა);

© photo: Marjanishvili Drama Theatre / FBნაწყვეტი სპექტაკლიდან "ჰამლეტი"
თბილისში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იხსნება – პროგრამა - Sputnik საქართველო
ნაწყვეტი სპექტაკლიდან "ჰამლეტი"

„დონ ჟუანი" - რუსთავის გ. ლორთქიფანიძის სახელობის სახელმწიფო თეატრი, 3 ოქტომბერი, 13:00 (მდებარეობა ზუსტდება);

„ჩემი გაზაფხულის შემოდგომა" - რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრი, 3 ოქტომბერი, 18:00 (რეზო გაბრიაძის თეატრი);

„ცრუ განგაში/ცხრა მთას იქით" - სამეფო უბნის თეატრი, 3 ოქტომბერი, 20:00 (სამეფო უბნის თეატრი)

„ასტიგმატისტები" - კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი, 3 ოქტომბერი, 20:00 (კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი);

„ჰამლეტი" - კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, 3 ოქტომბერი, 20:00 (კ. მარჯანიშვილის დრამატული თეატრი - დიდი სცენა);

„მიზანთროპი" - ღია სივრცე ექსპერიმენტული ხელოვნებისათვის, 4 ოქტომბერი, 13:00 (ბერი გაბრიელ სალოსის პირველი შესახვევი №2, ყოფილი ელექტროქარხანა);

„ქარიშხალი" - ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა პროფესიული თეატრი, 4 ოქტომბერი (მოზარდ-მაყურებელთა თეატრი) ;

„შეშლილის წერილები" - ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი, 4 ოქტომბერი, 20:00 (მუსკომედიის თეატრი);

„მეტამორფოზები" - გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტი, 4 ოქტომბერი, 20:00 (აბრეშუმის ფაბრიკის კინოპავილიონი);

„დუელი" - სამეფო უბნის თეატრი, 4 ოქტომბერი, 20:00 (სამეფო უბნის თეატრი);

© Courtesy of Zurab Tsertsvadzeნაწყვეტი სპექტაკლიდან "მეტამორფოზები"
თბილისში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იხსნება – პროგრამა - Sputnik საქართველო
ნაწყვეტი სპექტაკლიდან "მეტამორფოზები"

„კინო თეატრში" - თითების თეატრი, 4 ოქტომბერი, 20:00, (კ.მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი);

„ღვთაებრივი კომედია" - კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი, 4 ოქტომბერი, 21:00 (კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი);

„სპლიყვი" - ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა პროფესიული თეატრი, 5 ოქტომბერი, 12:00 (მოზარდ-მაყურებელთა თეატრი - დიდი სცენა) ;

„ოდისეა" - ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა პროფესიული თეატრი, 5 ოქტომბერი, 17:00 (მოზარდ-მაყურებელთა თეატრი);

„აირწინაღი" - სხვა თეატრი, 5 ოქტომბერი, 18:00 (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი);

„თამაში" - თბილისის ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი, 5 ოქტომბერი, 20:00  (მდებარეობა ზუსტდება);

„სანამ ერთმანეთს გავიცნობდით" - მ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა სახელმწიფო თეატრი, 5 ოქტომბერი, 21:00 (სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტი");

„ბებია" - დამოუკიდებელი პროექტი, 5 ოქტომბერი,  22:00 (კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი);

„გახეთქილი ყბა" - ღია სივრცე ექსპერიმენტული ხელოვნებისათვის, 6 ოქტომბერი, 13:00 (ბერი გაბრიელ სალოსის პირველი შესახვევი №2, ყოფილი ელექტროქარხანა);

„ზაფხულის ღამის სიზმარი" - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი, 6 ოქტომბერი, 17:00 (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი);

„საწოლში მირასთან" - თეატრი ათონელზე, 6 ოქტომბერი, 18:00 (მდებარეობა ზუსტდება);

© photo: Royal District Theatre / FBნაწყვეტი სპექტაკლიდან "დუელი"
თბილისში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იხსნება – პროგრამა - Sputnik საქართველო
ნაწყვეტი სპექტაკლიდან "დუელი"

„საქართველო-პოლონეთი 1:1" - ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი და ლეგნიცას ჰელენა მონდრჟევსკას სახელობის თეატრი, 6 ოქტომბერი, 20:00 (რუსთაველის დრამატული თეატრი - დიდი სცენა);

„ნაბიჯის სტატისტიკა" - ჭიათურის ა. წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, 6 ოქტომბერი, 20:00 (დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრი, დიდი სცენა);

„ცრუ განგაში/ცხრა მთას იქით" - სამეფო უბნის თეატრი, 6 ოქტომბერი, 21:00 (სამეფო უბნის თეატრი);

„სანამ ერთმანეთს გავიცნობდით" - მ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა სახელმწიფო თეატრი, 6 ოქტომბერი, 21:00 (სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტი").

საერთაშორისო პროგრამა

„111 /ას თერთმეტი" - ჯოუელ ბრაუნი და ივ მაცო, დიდი ბრიტანეთი, 23 სექტემბერი; 20:00 (მარჯანიშვილის  დრამატული თეატრი);

„სახეში" - Candoco Dance Company, დიდი ბრიტანეთი, 25 სექტემბერი, 20:00 (მარჯანიშვილის დრამატული თეატრი);

„მოდი ვისაუბროთ ამაზე" - Candoco Dance Company, დიდი ბრიტანეთი, 25 სექტემბერი, 20:00 (მარჯანიშვილის დრამატული თეატრი);

„თუნუქის დოლი" - ანსამბლი „ბერლინერი", გერმანია, 27 სექტემბერი, 20:00 (მარჯანიშვილის  დრამატული თეატრი);

„რას სვამს ჯენის ჯოპლინი?" – თეატრი „ლე ბრუგოლე", იტალია, 28 სექტემბერი, 20:00 (კაფე „სტრადა");

„ჯონის იარაღი მისცეს" - ანასტასიოს იორდანიდისის თეატრი „ანისიოსი", საბერძნეთი, 28 სექტემბერი, 20:00 (მარჯანიშვილის დრამატული თეატრი);

© photo: Tbilisi International / FB„ტარტიუფი" - ლიეტუას ნაციონალური თეატრი და ავინიონის ფესტივალის ერთობლვი სპექტაკლი
თბილისში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იხსნება – პროგრამა - Sputnik საქართველო
„ტარტიუფი" - ლიეტუას ნაციონალური თეატრი და ავინიონის ფესტივალის ერთობლვი სპექტაკლი

„მე ვხედავ მზეს" - მოზარდ-მაყურებელთა სახელმწიფო აკადემიური თეატრი, ბელარუსი, 2 ოქტომბერი, 20:00 (დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრი);

„დონკა: წერილი ჩეხოვს" - დანიელე ფინცი პასკას დასი, შვეიცარია, 4 ოქტომბერი; დასაწყისი: 20:00 (გრიბოედოვის დრამატული თეატრი);

„O²" - უეინ მაკგრეგორის სტუდია, დიდი ბრიტანეთი, 5 ოქტომბერი, 15:00–15:35, 16:00–16:35, 17:00–17:35 (ორბელიანის მოედანი);

„დონკა: წერილი ჩეხოვს" - დანიელე ფინცი პასკას დასი, შვეიცარია, 5 ოქტომბერი, 20:00 (გრიბოედოვის დრამატული თეატრი);

„Muare Experience" – Voala, ესპანეთი, ინგლისი, 6 ოქტომბერი, 22:00 (ევროპის მოედანი);

„ჩიტუნა" – „აგრუპასიონ სენიორ სერანო", ესპანეთი, 7 ოქტომბერი, 20:00 (მარჯანიშვილის დრამატული თეატრი);

„ქალები" - პოლტავის გოგოლის სახ. საოლქო აკადემიური მუსიკალურ-დრამატული თეატრი, 14 ოქტომბერი, 20:00 (მარჯანიშვილის  დრამატული თეატრი);

„ემოცია მოძრაობის გარეშე" - რევოლუციური ორკესტრი, ისრაელი, 16 ოქტომბერი, 20:00 (მარჯანიშვილის დრამატული თეატრი);

„დოკი" - თეატრი „Fuse", იტალია, 16 ოქტომბერი, 20:00 (მარჯანიშვილის დრამატული თეატრი);

„ტარტიუფი" - ლიეტუვის ნაციონალური თეატრი და ავინიონის ფესტივალის ერთობლვი სპექტაკლი, ლიეტუვა, 24 ოქტომბერი, 20:00 (გრიბოედოვის  დრამატული თეატრი).

© photo: Tbilisi International / FB„ჩიტუნა" – „აგრუპასიონ სენიორ სერანო", ესპანეთი
თბილისში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იხსნება – პროგრამა - Sputnik საქართველო
„ჩიტუნა" – „აგრუპასიონ სენიორ სერანო", ესპანეთი

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2009 წელს დედაქალაქის მერიამ ქალაქის, მისი კულტურისა და მდიდარი შემოქმედებითი ატმოსფეროს პოპულარიზაციის მიზნით დააფუძნა. ორი წლის შემდეგ, 2011 წელს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ევროპის ფესტივალების ასოციაციის წევრი გახდა.

უცვლელია ფესტივალის მიზანი – აჩვენოს უცხოელ სტუმრებს საქართველოს თეატრალური პოტენციალი და ქართულ თეატრს სახელი მოუხვეჭოს.

ყველა ახალი ამბავი
0