Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

სერიალი, რომელშიც მერაბ ნინიძე მთავარ როლს ასრულებს, „ემის“ ჯილდოზეა წარდგენილი

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიმერაბ ნინიძე
მერაბ ნინიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მაკმაფია“ გასულ წელს გამოვიდა. ის ალექს გუდმანის – რუსი ემიგრანტების ვაჟის ცხოვრებაზეა.

თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. სერიალი „მაკმაფია“, სადაც ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს, „საუკეთესო სერიალის“ ნომინაციაში „ემის“ ჯილდოზეა წარდგენილი.

მერაბ ნინიძე - Sputnik საქართველო
მერაბ ნინიძე ამერიკულ სერიალში „სამშობლო“ რუსი ჯაშუშის როლს ითამაშებს

სერიალი ამ ნომინაციაში გერმანულ და ბრაზილიურ სერიალებთან ერთად მოხვდა. „მაკმაფია“ გასულ წელს გამოვიდა. ის ალექს გუდმანის – რუსი ემიგრანტების ვაჟის ცხოვრებაზეა. „ემის“ დაჯილდოება 25 ნოემბერს გაიმართება.

მერაბ ნინიძე 1965 წლის 3 ნოემბერს თბილისში დაიბადა. დამთავრებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი (გიზო ჟორდანიას სახელოსნო). თეატრალურ სცენაზე მისი დებიუტი ჯერ კიდევ 1980 წელს შედგა — 15 წლის ასაკში მან რობერტ სტურუას სპექტაკლში „რიჩარდ III" პრინც ედუარდის როლი ითამაშა.

1992 წელს ნინიძე დიდ ბრიტანეთში გადავიდა, საიდანაც 1995 წელს ვენაში (ავსტრია) გაემგზავრა, სადაც ამ დრომდე ცხოვრობს და მუშაობს. კინოში მისი დებიუტი 1984 წელს შედგა თენგიზ აბულაძის „მონანიებაში", სადაც მან აბელ არავიძის შვილიშვილის როლი შეასრულა.

ყველა ახალი ამბავი
0