ვირტუოზი ქართველი პიანისტი თბილისში კონცერტს გამართავს

© photo: Ana Kipiani / FBანა ყიფიანი
ანა ყიფიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, ახალგაზრდა პიანისტი თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს გაახარებს.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ახალგაზრდა ქართველი პიანისტის ანა ყიფიანის სოლო კონცერტი 27 სექტემბერს გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

საღამოზე სტუმრები მოისმენენ ყიფიანის მიერ შესრულებულ რობერტ შუმანის, სერგეი პროკოფიევისა და სხვა მუსიკოსების ნაწარმოებებს.

პიანისტის განცხადებით, პარიზში გადასვლამდე მან სპონტანურად გადაწყვიტა დედაქალაქში სოლო კონცერტის გამართვა.

© photo: Ani Kipiani / FBპიანისტი ანა ყიფიანი
ვირტუოზი ქართველი პიანისტი თბილისში კონცერტს გამართავს - Sputnik საქართველო
პიანისტი ანა ყიფიანი

ანა ყიფიანი 25 წლისაა. იგი დიდი ბრიტანეთის სამეფო მუსიკალური კოლეჯის კურსდამთავრებულია. მანამდე კი პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია დაასრულა (ელისო ვირსალაძის კლასი).

მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, გოგონა მრავალი ჯილდოს მფლობელია – გაიმარჯვა ვლადიმირ კრაინევის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში, ვერბიეს მუსიკალურ ფესტივალსა და არტურ რუბინშტეინის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში.

ყველა ახალი ამბავი
0