18:08 21 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
სალომე ზურაბიშვილი სოფელ გოგოლათში

სალომე ზურაბიშვილმა თეთრიწყაროში კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი გახსნა

© photo : Salome Zourabichvili / FB
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (41)
69 0 0

ფორუმი მიზნად ისახავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და პატრონობის საქმეში საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობას, ბიზნეს-სექტორის დაინტერესებასა და გააქტიურებას.

თბილისი, 15 სექტემბერი - Sputnik. თეთრიწყაროში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა და ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილი: მე ვარ საზღვარგარეთ საქართველოს კულტურის ელჩი >>

საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ფორუმი პირველად იმართება. ფორუმი მიზნად ისახავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და პატრონობის საქმეში საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობას, ბიზნეს-სექტორის დაინტერესებასა და გააქტიურებას.

პრეზიდენტმა ფორუმს არაჩვეულებრივი წამოწყება უწოდა და აღნიშნა, ასეთი საქმიანობა ხელს უწყობს ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცოცხლებას.

„წარსული თუ მხოლოდ წარსულში რჩება, ის ნახევრად მკვდარია, მაგრამ მისი გაცოცხლების მომენტები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის, არამედ მთელი საზოგადოებისათვის. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა ნგრევის, ომისა და ოკუპაციის შემდეგ გვაძლევს მომავლის რწმენას, რომ კიდევ მრავალი საუკუნე ვიქნებით, ვიარსებებთ, რადგან კიდევ შეგვიძლია ამ ყველაფრის გადარჩენა და დაფასება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა ძეგლთა დაცვის სააგენტოს გაწეული სამუშაოსათვის მადლობა გადაუხადა და მისი მხარდაჭერის მზაობა გამოთქვა. მან ასევე მადლობა გადაუხადა კომპანია RMG Gold-ს გარემოს დაცვისა და ძეგლთა დაცვის საქმეში ჩართვისათვის.

პრეზიდენტის განცხადებით, იმდენად მდიდარია ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა, რომ საქართველოში შემოსული ტურისტი არასოდეს ელოდება ასეთ სანახაობას.

„მსოფლიოში ძალიან ცოტაა ისეთი ქვეყნები, რომლებსაც ასეთი განსაკუთრებული სიმდიდრე აქვთ, ამიტომ ჩვენი მოვალეობაა შემოვინახოთ ის და გადავცეთ მომავალ თაობებს. ეს ეხება ასევე არამატერიალურ მემკვიდრეობას, იმ ტრადიციებს, რომელიც ცოცხლად თაობიდან თაობას გადაეცემა", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ფორუმის ორგანიზატორებმა ქალაქის პარკის ტერიტორიას რამდენიმე სივრცედ დაყვეს, რომლებშიც გაიმართება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ მომზადებული პრეზენტაციები. თითოეულ კუთხეში სტუმრები ტურისტული პოტენციალის კუთხით საქართველოს ცალკეულ რეგიონზე შესაბამის ინფორმაციას მიიღებენ.

ღონისძიების მსვლელობისას თბილისში ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება.

ფორუმის პროგრამით ასევე გათვალისწინებულია სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლების გამოსვლები, შეჯიბრება ქართულ ჭიდაობაში, ინტელექტუალური და სპორტული თამაშები. ფორუმი ქართველი მომღერლის გიორგი სუხიტაშვილის კონცერტით დასრულდება.

 

თემები:
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (41)

მთავარი თემები