თბილისის ცენტრში ძველი გალავნის ნაშთი აღმოაჩინეს

© Sputnik / Alexander Imedashviliდარეჯან დედოფლის სასახლე თბილისში
დარეჯან დედოფლის სასახლე თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნანგრევები თბილისის სავიზიტო ბარათის – ავლაბრის დარეჯანის სასახლის ტერიტორიაზე მდებარეობს

თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. ძველი გალავნის ფრაგმენტები დარეჯან დედოფლის სასახლისა და დედათა მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე სარესტავრაციო–სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროს აღმოაჩინეს. ამის შესახებ თბილისის განვითარების ფონდის განცხადებაშია აღნიშნული.

თბილისი დარეჯანის სასახლის რესტავრაციაზე 2 მილიონ ლარს დახარჯავს >>

დარეჯანის სასახლე ავლაბრის ამაღლებულ ადგილზე 1776 წელს ქართლ–კახეთის მეფე ერეკლე II–ის ბრძანებით მისი მეუღლის, დედოფალ დარეჯანისთვის (1734 – 1807) აშენდა. თავის დროზე ეს იყო მდიდრული სასახლე ყველა საჭირო შენობა–ნაგებობითა და ეკლესიით. ეკლესიის გაფორმებისას გამოყენებულია ირანული არქიტექტურის ელემენტები.

© Sputnik / Alexander Imedashviliდარეჯან დედოფლის სასახლე თბილისში
თბილისის ცენტრში ძველი გალავნის ნაშთი აღმოაჩინეს - Sputnik საქართველო
დარეჯან დედოფლის სასახლე თბილისში

სასახლე და ეკლესია დაზიანდა აღა მაჰმად ხანის შემოსევის დროს, XVIII საუკუნის მიწურულს. დედოფლის სანქტ–პეტერბურგში გადასახლების შემდეგ, 1807 წელს, საქართველოში ეგზარქოსმა თეოფილაქტემ ტაძართან საკვირაო სკოლა და სასულიერო სემინარია დააარსა. 1824 წელს აქ დედათა მონასტერი დაფუძნდა, 1862 წლიდან კი – სასწავლებელი ბავშვებისთვის. 2001 წელს ეკლესია კვლავ მოიხატა, ამჟამად კი აქ დედათა მონასტერია.

© photo: courtesy of Faig Huseynovდარეჯან დედოფლის სასახლე თბილისში
თბილისის ცენტრში ძველი გალავნის ნაშთი აღმოაჩინეს - Sputnik საქართველო
დარეჯან დედოფლის სასახლე თბილისში

2019 წლის ივლისში დაიწყო დარეჯანის სასახლის რესტავრაციის პროექტი. სპეციალისტების კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ თუ ნაგებობას რესტავრაცია უახლოეს მომავალში არ გაუკეთდებოდა, კომპლექსს საფრთხე დაემუქრებოდა, გალავნის გარეთა კედლები კი შესაძლოა სულაც ჩამოშლილიყო. ნაგებობას ყველაზე მეტ ზიანს აყენებს ბუნებრივი მიწისქვეშა წყლები. მომატებულია კედლების ტენიანობა, რაც ბზარებს აჩენს.

რესტავრაციის პროექტი დაახლოებით 2 მილიონი ლარი ჯდება. სამუშაოები წელიწადნახევარში უნდა დასრულდეს.

უნიკალურ აღმოჩენას – ციხის გალავნის ნანგრევებს, ასევე კერამიკული ჭურჭლის ფრაგმენტებს – რესტავრატორებმა სასახლის ტერიტორიაზე სადრენაჟო სისტემის გაყვანისას მიაგნეს.

ფონდის წარმომადგენლები ესაუბრნენ არქეოლოგებს, ხელოვნებათმცოდნეებს, ასევე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს. შედეგად გადაწყდა სასახლის გამაგრების თავდაპირველი პროექტის შეცვლა.

„დარეჯანის სასახლის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო გალავნის კედლის რეაბილიტაცია. როდესაც უკანა კედლის მხარეს ამოვიღეთ ჭრილი, რომ სადრენაჟე მილები ჩაგველაგებინა, აღმოვაჩინეთ ძველი გალავნის კედელი და კერამიკული ჭურჭლის ფრაგმენტები. მას შემდეგ, რაც არქეოლოგებთან და შესაბამის სპეციალისტებთან გავიარეთ კონსულტაციები, გადავწყვიტეთ, რომ დაგვეკორექტირებინა პროექტი ისე, რომ არქეოლოგიური მხარეც შენარჩუნებული და აღწერილი იყოს და იმ წყლების დიდი ოდენობა, რომელიც აზიანებს გალავნის კედელს, ამა თუ იმ გზით ავაცდინოთ გალავანს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ფონდის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ტოგონიძემ.

შესწორებული პროექტის მიხედვით სადრენაჟე სისტემა ვეღარ მოეწყობა, თუმცა შენარჩუნებული იქნება კულტურული მემკვიდრეობა – მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, რომლის შედეგად ბუნებრივი წყლების ზემოქმედებისგან დაცული იქნება ციხის გალავანი. აღდგენით სამუშაოებს კომპანია „იკორთა 2007“ ატარებს.

ყველა ახალი ამბავი
0