რა ელით თეატრალური ხელოვნების მოყვარულთ შემოდგომაზე: ოქტომბერში „საჩუქარი–2019“ იწყება

© photo: Gift Festival / FBმიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ (GIFT).
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ (GIFT). - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალზე მაყურებელს საშუალება ექნება გაეცნოს უკრაინის, ფინეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, აშშ-ისა და საქართველოს წამყვანი დასების შემოქმედებას.

თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. მასტერ-კლასები, საუბრები ხელოვნებაზე და სპექტაკლები სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო დასების მონაწილეობით – ეს ყველაფერი ელოდებათ თეატრის მოყვარულებს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „საჩუქარზე“ (GIFT).

სცენა ჰაერში და ცეკვები: თბილისის თეატრალური ფესტივალი მაყურებელს გააოცებს >>

ფესტივალი თბილისში 19 ოქტომბრიდან 16 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. წელს სცენაზე თავიანთ შემოქმედებას წარმოადგენენ თეატრალური დასები უკრაინიდან, ფინეთიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, აშშ-დან და საქართველოდან.

ესპანელი მსახიობი ჰაიმე ლორენტე - Sputnik საქართველო
Netflix-ის სერიალ „ქაღალდის სახლის“ ვარსკვლავი თბილისში ჩამოდის

ფესტივალს გახსნის სპექტაკლი May B („შესაძლოა“) თანამედროვე ფრანგული ცეკვის ერთ–ერთი წამყვანი ქორეოგრაფის მაგი მარენის ავტორობით. სპექტაკლი რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე 19 და 20 ოქტომბერს იქნება წარმოდგენილი.

May B არის ადამიანის უმწეობის ისტორია აბსურდის თეატრის ენაზე. ცეკვის ძალა შესაძლებლობების უნიკალური პოტენციალით მაყურებელს ყოფიერების საიდუმლოს გააცნობს.

ფესტივალის „ქვეყანა ფოკუსში“ ესპანეთი იქნება. ამ სექციის ფარგლებში ფესტივალზე 22 ოქტომბერს გაიმართება საჯარო საუბარი ესპანელ თეატრის რეჟისორ დარიო ფაკალთან.

Netflix-ის ტელესერიალის „ქაღალდის სახლის“ თაყვანისმცემლებს გაახარებს მსახიობ ჰაიმე ლორენტეს გამოჩენა სპექტაკლში „ეს ბერნარდა ალბას სახლი არ არის“, რომელიც ფედერიკო გარსია ლორკას ცნობილი პიესის მოტივებზე იტალიელმა რეჟისორმა კარლოტა ფერერმა დადგა.

ლორენტესთან ერთად სპექტაკლში მონაწილეობენ მადრიდის Teatros del Canal დასის და მისი ექსპერიმენტული ლაბორატორიის Meine Seele SL მსახიობები. სპექტაკლს მაყურებელი იხილავს რუსთაველის თეატრის სცენაზე 23 ოქტომბერს.

დიდი თეატრის ყოფილი სოლისტი საქართველოს განათლების მინისტრის პირველი მოადგილე გახდა >>

საინტერესო ღონისძიება ჩატარდება ახალგაზრდა თეატრმცოდნეებისთვის 27 ოქტომბერს – ფესტივალზე დაგეგმილია ქართველი ხელოვნებათმცოდნის, პროფესორ ლევან ხეთაგურის მასტერ-კლასი. აუდიტორია გაიგებს, როგორც წარმოაჩინოს თავი, საკუთარი სიტყვა და აზრი პროფესიულ ასპარეზზე, ასევე როგორ შექმნას თეატრალური მკვლევარისგან კულტურის სფეროს დიდი ავტორიტეტისა და საიმედო რეპუტაციის მქონე ანალიტიკოსი.

აჭარის პეიზაჟები - Sputnik საქართველო
სწავლა ზღვაზე: საერთაშორისო საზაფხულო თეატრალური სკოლა შეკვეთილში გაიხსნება

„საჩუქარის“ მორიგ სეზონს 16 ნოემბერს დაასრულებს სპექტაკლი „სინქრონულობის გზაჯვარედინზე“. დადგმის ქორეოგრაფი ცნობილი ამერიკელი მოცეკვავე კაროლინ კარლსონია. კაროლინის მოცეკვავეთა დასმა დიდი გავლენა იქონია თანამედროვე ევროპულ ცეკვაზე, ისევე, როგორც თავად კარლსონმა. ამერიკელმა მოცეკვავემ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თანამედროვე ცეკვის განვითარებაში საფრანგეთსა და იტალიაში ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში.

„საჩუქარი“ – ერთადერთი ფესტივალია საქართველოში, რომელიც ფესტივალების ევროპული ასოციაციის წევრია. იგი 1997 წელს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალებმა (ედინბურგი, ადელაიდა, მელბურნი და პერტი) დააარსეს. ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია ცნობილი ქართველი რეჟისორი ქეთი დოლიძე.

რით გააოცებს BIAFF-2019 კინომოყვარულებს – ფესტივალის პროგრამა >>

„საჩუქარი“ თეატრის მოყვარულთ ყოველ წელს საქართველოსა და მთელი მსოფლიოს საუკეთესო დასების თეატრალურ შემოქმედებას აცნობს. მათ შორისაა მოსკოვის ვახტანგოვის თეატრი, დიმიტრი კრიმოვის ლაბორატორია, ბერლინის ფოლკსბიუნეს თეატრი და მრავალი სხვა.

ყველა ახალი ამბავი
0