19:11 24 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0571
  • 100 RUB4.3980
  • USD2.8299
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი დიზაინერები მსოფლიო ასპარეზზე (47)
117 0 0

მოდელი „ფეშენ-ინდუსტრიის ყველაზე დახვეწილის სტილის მქონე 45 წლამდე ასაკის ადამიანების“ სიაში შევიდა

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. პოპულარული ბრიტანელი მოდელი და მსახიობი კარა დელევინი ქართველი დიზაინერის, დევიდ კომას შავი მინი-კაბით გამოჩნდა.

დევიდ კომამ მოდელებს ლონდონში ქართული ჩოხები ჩააცვა >>

დიზაინერმა თავად გამოაქვეყნა ვარსკვლავის ფოტო საკუთარ Instagram-ზე და მსახიობი ფოტოზე მონიშნა. დევიდ კომას 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ხავერდის კაბა იმით არის საინტერესო, რომ ასიმეტრიულად არის შეკერილი: ერთ მხარეს არის ფაშფაშა სახელო, მეორე მხარეს კი სახელო საერთოდ არ არის, რაც მოდელის მხარს ხაზს უსვამს.

კარა დელევინმა პატარა შავ კაბასთან ერთად მოირგო შავი კოლგოტი, ჩანთა და სათვალე - ასე შეიქმნა დახვეწილი „ლუქი“ total black.

ფოტო თავად მოდელმაც ატვირთა. მომხმარებლები არ იშურებენ კომპლიმენტებს და მას დედოფალს უწოდებენ.

View this post on Instagram

@priverevaux 👓 #reframeyourself #ad

A post shared by Cara Delevingne (@caradelevingne) on

კარა დელევინი იყო ცნობილი მოდელიერ კარლ ლაგერფილდის მუზა, არის ელიტური ბრენდების ამბასადორი, მსახიობი და ბიზნესვუმენი. მოდელი „ფეშენ-ინდუსტრიის ყველაზე დახვეწილის სტილის მქონე 45 წლამდე ასაკის ადამიანების“ სიაში შევიდა, ჟურნალ Vogue-ს ამერიკული ვერსიით. ხოლო პროფესიონალი პორტალ Models.com-ის „მსოფლიო 50 სუპერმოდელის“ რეიტინგში ფოტომოდელი მეხუთე ადგილს იკავებს.

დევიდ კომა

2009 წელს კომამ საკუთარი მარკა შექმნა — David Koma. დღეს დიზაინერი მსოფლიოში ცნობილ მარკეტ–გიგანტთან თანამშრომლობს David Koma for Top shop, 2014 წლიდან კი Thierry Mugler–ის კრეატიული დირექტორია.

დევიდ კომა დაიბადა თბილისში 1981 წელს, ბავშვობიან მოდის ინდუსტრიაში მუშაობაზე ოცნებობდა. ის ქალის სილუეტებს ხატავდა და ლონდონში წასვლაზე ოცნებობდა, სადაც დიზაინერობის სწავლა უნდოდა. მაგრამ თავიდან კომა შტიგლიცის სახელობის სანქტ–პეტერბურგის სამხატვრო–სამრეწველო აკადემიაში ჩააბარა.

სადებიუტო კოლექცია კომამ 15 წლის ასაკში შექმნა. კომას ბავშვობის ოცნება ახდა — ის ლონდონში გაემგზავრა, სადაც წმინდა მარტინის სახელობის ხელოვნებისა და დიზაინის ცენტრალური კოლეჯი დაამთავრა.

ჯენიფერ ლოპესი, გვინეთ პელტროუ, მეგან ფოქსი, ევა ლონგორია, ადრიანა ლიმა, სელენა გომეზი, სინდი კროუფორფი, ჯენიფერ ლოურენსი, ბეიონსე — აი სელებრითების არასრული სია, რომლებიც ქართული წარმოშობის დიზაინერის შემოქმედების თაყვანისმცემლები გახდნენ.

თემები:
ქართველი დიზაინერები მსოფლიო ასპარეზზე (47)

მთავარი თემები