22:00 15 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4817
  • 100 RUB4.3094
  • USD3.0633
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (860)
15810

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. პოპულარული ესპანელი მსახიობი ხაიმე ლორენტე თბილისში გამართულ თეატრალურ ფესტივალ „საჩუქარში“ მიიღებს მონაწილეობას, ნათქვამია ფესტივალის სოციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფესტივალის ფარგლებში რუსთაველის თეატრის სცენაზე 23 ოქტომბერს ხაიმე ლორენტე ითამაშებს კარლოტა ფერერის სპექტაკლში „ეს არ არის ბერნარდა ალბას სახლი“.

ესპანელი მსახიობი მაყურებელმა გაიცნო ესპანური კრიმინალური დრამიდან „ქაღალდის სახლი“ (La casa de papel/ინგლისურენოვანი აუდიტორიისთვის: Money Heist), რომელიც მსოფლიოს Netflix-მა გააცნო. ის გამოსვლიდან მალევე იქცა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ არაინგლისურენოვან სერიალად, რომელიც მილიონობით ადამიანმა ნახა. „ქაღალდის სახლზე“ ალაპარაკდა მთელი მსოფლიო, მათ შორის ქართული აუდიტორიაც.

პირველი ორი სეზონის უდიდესი წარმატების შემდეგ მასში მონაწილე მსახიობების პოპულარობაც არნახული მასშტაბებით გაიზარდა. უმეტესად ესპანელ მსახიობებს, რომლებმაც ყველას საყვარელი გმირები განასახიერეს და რომელთა სახელებიც მხოლოდ ადგილობრივი მასშტაბებით იყო ცნობილი, დღეს მსოფლიოს ყველა კუთხეში იცნობენ.

22-ე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „საჩუქარი“ თბილისში 19 ოქტომბერს გაიხსნება. წელს ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ თეატრალური დასები საქართველოდან, უკრაინიდან, ფინეთიდან, საფრანგეთიდან.

თემები:
საქართველო და კულტურა (860)

მთავარი თემები