ვერდის ფესტივალი დასრულდა: დასკვნითი საღამო Black Sea Arena-ზე გაიმართა

© photo: Bidzina Ivanishvili & media / FBBlack Sea Arena
Black Sea Arena - Sputnik საქართველო
გამოწერა
გალა-კონცერტში მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები მონაწილეობდნენ.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. ვერდის ფესტივალის დასკვნით საღამოზე „ოპერა გალა", რომელიც Black Sea Arena-ს სცენაზე გაიმართა, შესრულდა არიები ჯუზეპე ვერდის ოპერებიდან, იუწყება პირველი არხი.

საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ფესტივალმა, რომელიც დიდი იტალიელი კომპოზიტორის ჯუზეპე ვერდის შემოქმედებას ეძღვნება, პირველად დატოვა იტალიის ქალაქ პარმის ფარგლები. 2018 წლის 23 აგვისტოს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრსა და პარმის ოპერის სამეფო თეატრს შორის, რომელიც ვერდის ფესტივალის ერთადერთი მფლობელია, სამწლიანი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, ქართულ თეატრს ვერდის ფესტივალის ჩატარების ექსკლუზიური უფლება მიენიჭა.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო
პირველად საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში - ვერდის ფესტივალი საქართველოში ჩატარდება

გალა-კონცერტში მონაწილეობდნენ მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები: სუზანა ბრანკინი, დანიელა ბარჩელონა, სერხიო ესკობარი, გაბრიელე ვივიანი და დეიან ვაჩკოვი; დირიჟორი პიერ ჯორჯო მორანდი, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი და ორკესტრი.

ვერდის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 16 აგვისტოს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე პარმის საოპერო თეატრის დადგმით, ოპერა „ბალ-მასკარადით" გაიხსნა.

23 აგვისტოს გურიაში, საკონცერტო დარბაზში Black Sea Arena შესრულდა ოპერა „აიდა" (თეატრი Arena di Verona).

ყველა ახალი ამბავი
0