15:10 24 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0571
  • 100 RUB4.3980
  • USD2.8299
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (733)
118 0 0

თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს მუსიკალური შემოდგომა ელოდებათ

 

თბილისი, 19 აგვისტო  — Sputnik.  თბილისში საერთასორისო მუსიკალური ფესტივალი „შმოდგომის თბილისი“ 15 სექტემბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით 27–ედ გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

ფესტივალი ცნობილი მუსიკოსების კონცერტით გაიხსნება. ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის სცენაზე მსმენელის წინაში წარდგება თბილისის სიმფონიური ორკესტრი, რომელსაც ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს. 

ფესტივალის გახსნაზე ასევე გამოვლენ ცნობილი სოლისტები, პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები – ალტისტი გიორგი კოვალიოვი და ვიოლონჩელისტი გიორგი ხარაძე.

ისინი შეასრულებენ ალფრედ შნიტკეს კონცერტს ალტისა და სიმფონიური ორკესტრისთვის და ანტონინ დვორჟაკის კონცერტს ჩელოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის.

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ საქართველოს დედაქალაქში 1993 წლიდან ტარდება. ფესტივალის დამაარსებებლი და მუდმივი პარტნიორია თბილისის მერია.

თემები:
საქართველო და კულტურა (733)

მთავარი თემები