03:29 21 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
ფორსაჟი

თბილისში ჰოლივუდური ფილმი „ფორსაჟი 9”-ის გადაღებები დაიწყო

© photo: AFP 2019 / CHRIS DELMAS
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (376)
134410

გადაღებებისთვის საქართველოს ორასამდე ჰოლივუდელი სტუმარი ეწვია.

თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. თბილისში „ფორსაჟი 9”-ის გადაღებები დაიწყო. ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიის „UNIVERSAl PICTURES“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ფილმის „ფორსაჟი 9“ ეპიზოდის გადაღება 18 აგვისტოს დაიწყო და 20 სექტემბერს დასრულდება.

გადაღებებისთვის საქართველოს ორასამდე ჰოლივუდელი სტუმარი ეწვია. გადამღები ჯგუფი სულ 600 ადამიანისგან შედგება, მათ შორის 425 ადგილობრივი პერსონალია. ამასთან ჩამოყვანილია სპეცტექნიკა, მათ შორის სპეცტრაილერი, რომელიც, ფილმის სიუჟეტის თანახმად, ბეთანიაში დიდი სიმაღლიდან გადავარდება.

Съемки фильма Форсаж 9 в Тбилиси: трейлеры съемочной группы во дворе медицинского университета
© Sputnik / Shota Nozadze
„ფორსაჟის“ გადამღები ჯგუფის ტრეილერი სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში

როგორც ცნობილია, თბილისში „ფორსაჟი 9“-ის 10–წუთიან მონაკვეთს გადაიღებენ. რაც შეეხება ბიუჯეტს, თბილისში გადაღებებზე 32 მლ ლარი დაიხარჯება.

გადაღებებისთვის შერჩეულია ლოკაციები თბილისსა და რუსთავში, კერძოდ, გადაღება განხორციელდება რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის, ბესარიონ ჟღენტის, ავთო ვარაზისა და უნივერსიტეტის ქუჩებზე, ასევე, რუსთავში ბაზრობის ტერიტორიაზე.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, გადაღების მასშტაბისა და ინვესტიციის მოცულობიდან გამომდინარე, აღნიშნული პროექტი უპრეცედენტოა სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ არსებობის ისტორიაში.

Проспект Важа Пшавела, перекрытый для съемок фильма Форсаж 9
© Sputnik / Shota Nozadze
„ფორსაჟის“ გადასაღებად თბილისში მოძრაობა გადაიკეტა

„გადაღების მოსამზადებელ პროცესში რამდენიმე სახელმწიფო უწყება იყო ჩართული. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ აქტიური თანამშრომლობით გაფორმდა ყველა საჭირო დოკუმენტაცია ტექნიკური მხარდაჭერისთვის საჭირო პროცედურებისა და ხელშეწყობის თაობაზე", - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოში გადაღებებს ქართული საპროდუსერო კომპანია „ენკენი ფილმს FF9“ უზრუნველყოფს.

არსებული ინფორმაციით, „ფორსაჟის“ მე-9 ნაწილის ტელეეკრანებზე გამოჩენა 2020 წელს არის დაგეგმილი.

„ფორსაჟი“ (The Fast and Furious) არის ამერიკული კინო-ფრენჩაიზი, რომელიც ამჟამად შედგება რვა სრულმეტრაჟიანი და ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმისგან. ფილმები გამოდიოდა 2001 წლიდან 2017 წლამდე.

„ფორსაჟი“ არის Universal Studios- ს უდიდესი და ყველაზე მომგებიანი ფრენჩაიზი, რომლის ბიუჯეტი 5.1 მილიარდ დოლარზე მეტია. ფილმის რეჟისორია ჯასტინ ლინი, მსახიობები კი: ვინ დიზელი, დუეინ ჯონსონი, ჯორდანა ბრიუსტერი, ლუკას ბლეკი, ტაირიზ გიბსონი, მიშელ როდრიგესი.

2017 წლის გამოცხადდა, რომ ბოლო ფილმის „ფორსაჟი 10“ გამოსვლა 2021 წლის 1 აპრილს არის დაგეგმილი. სურათში დასრულდება ქუჩის მრბოლელ დომინიკ ტორეტოს და მისი გუნდის ისტორია.

„ფორსაჟის“ ფილმებში მთავარ, ბრაიან  ო'კონერის როლს ასრულებდა ცნობილი ამერიკელი მსახიობი პოლ უოლკერი. ის 2013 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

თემები:
საქართველო და კულტურა (376)

მთავარი თემები