„მუსიკის სამყაროს მერვე საოცრება": ჩიკაგოს ბლუზის ვარსკვლავი საქართველოშია

© photo: Sharon Lewis / FBშერონ ლიუისი
შერონ ლიუისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბლუზის ვარსკვლავი შერონ ლიუისი მსმენელს 10 აგვისტოს გაახარებს.

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ჩიკაგოს ბლუზის ვარსკვლავი შერონ ლიუისი საქართველოს ბლუზის საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად ეწვია, იგი ლაგოდეხში მსმენელის წინაშე 10 აგვისტოს წარდგება, ნათქვამია ღონისძიების Facebook-გვერდზე.

ქართული კამერული ორკესტრი - Sputnik საქართველო
თელავი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე გიწვევთ

ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი 20 ივლისს გაიხსნა და 24 აგვისტომდე გაგრძელდება. კონცერტები ლაგოდეხთან ახლოს ვაშლოვნის ნაკრძალში ყოველ შაბათს ტარდება.

ეს ჩიკაგოელი ბლუზ-დივას მესამე ვიზიტია საქართველოში. შერონ ლიუისი მხარს უჭერს ბლუზის პოპულარიზაციას და ფესტივალის ორგანიზატორების მოწვევას სიხარულით დათანხმდა.

შერონ ლიუისის კონცერტი 23:00 საათზე დაიწყება. მანამდე მსმენელის წინაშე წარდგება ბლუზის ევროპული სკოლის წარმომადგენელი, იტალიელი ლუკა ჯორდანო. ჯორდანო ერთდროულად ბლუზ-გიტარისტი, ვოკალისტი და კომპოზიტორია, ხოლო მისი იტალიური ხასიათი მას ენერგიულ შოუმენად აქცევს. ლაგოდეხის საერთაშორისო ბლუზ-ფესტივალზე მსმენელს პირველად მიეცემა შესაძლებლობა იტალიურ სტილში გადაწყვეტილ კლასიკურ ბლუზს მოუსმინოს.

საერთაშორისო ფესტივალი კახეთში 2017 წლიდან ტარდება.

შერონ ლიუისის ვოკალს ამერიკელი კრიტიკოსები „მუსიკის სამყაროს მერვე საოცრებას" უწოდებენ. მას შესწევს უნარი მსმენელი განსაკუთრებული ხმის
ტემბრით, ენერგიული შოუთი და ერთ ბგერაში თავმოყრილი ბლუზის მრავალი მიმდინარეობით მოაჯადოვოს. 

ყველა ახალი ამბავი
0