თელავი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე გიწვევთ

© courtesy of Georgian Chamber Orchestraქართული კამერული ორკესტრი
ქართული კამერული ორკესტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალის სტუმრებს ნამდვილი ზეიმი ელით

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. თელავში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 21-29 სექტემბრის პერიოდში ჩატარდება, იუწყებიან ორგანიზატორები.

აკრობატები - Sputnik საქართველო
სცენა ჰაერში და ცეკვები: თბილისის თეატრალური ფესტივალი მაყურებელს გააოცებს

მსმენელის წიანშე მუსიკოსების რამდენიმე თაობა წარდგება: პიანისტი ელისო ვირსალაძე, მევიოლინე კოლია ბლახერი, ვიოლონჩელისტი ალექსანდრე ბუზლოვი, დავით იოსტრახის სიმებიანი კვარტეტი, მევიოლინე მიურა ფუმიაკი, გორის ქალთა კამერული გუნდი, პიანისტი ნიკოლოზ ნამორაძე და ასევე თურქი პიანისტი ჯან კაჩმური.

საფესტივალო ორკესტრს უდირიჟორებს ფესტივალის ძველი მეგობარი, დირიჟორი ისრაელიდან არიელ ცუკერმანი. ღონისძიების ძირითადი ნაწილი, ტრადიციულად, გაიმართება წინანდალში ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმსა და თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.

ფესტივალი 21 სექტემბერს, 19:00 საათზე თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში თურქი მევიოლინის კოლია ბლახერის კონცერტით გაიხსნება.

ორგანიზატორების ინიციატივით, ფესტივალის დასკვნით დღეს თბილისი-თელავი-თბილისის მიმართულებით სპეციალური ავტობუსები მეტრო „ავლაბრის"ტერიტორიიდან გავა.

ყველა ახალი ამბავი
0