23:14 22 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
ხედი მტკვარზე

ფესტივალი „მდინარის მაგიური ბაღი“ მსურველებს მტკვრის სანაპიროზე ეპატიჟება

© Sputnik / Alexander Imedashvili
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (380)
50 0 0

მსურველებს ფესტივალის ფარგლებში აქვთ საშუალება, მოინახულონ გამოფენა, რომელშიც ახალგაზრდა ქართველი და საერთაშორისო არტისტები იღებენ მონაწილეობას.

თბილისი, 8 აგვისტო - Sputnik. ფესტივალი „მდინარის მაგიური ბაღი“ მტკვრის ნაპირზე 9-დან 15 აგვისტომდე ჩატარდება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

მათი განცხადებით, ფესტივალისთვის შერჩეული მტკვრის ჭალა ადგილობრივ და საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებებს უმასპინძლებს. ღონისძიების მიზანია,

წარმოაჩინოს „შეუმჩნეველი და იდუმალი ადგილი მდინარის ნაპირზე, როგორც პოტენციური საზოგადოებრივი სივრცე“. 

„მდინარის მაგიური ბაღი“ ფესტივალია, რომლის მიზანი თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მტკვრისა და მდინარე ვერეს შესართავთან არსებული ნახევარ ჰექტრამდე ფართობის ჭალის ტერიტორიის საზოგადოებრივ სივრცედ გადაქცევაა“, — ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

მსურველებს ფესტივალის ფარგლებში აქვთ საშუალება, მოინახულონ გამოფენა, რომელშიც ახალგაზრდა ქართველი და საერთაშორისო არტისტები იღებენ მონაწილეობას. 

ფესტივალის ცენტრალური ადგილი იქნება „ცოდნის სივრცე“, რომელშიც ვორკშოპები, პრეზენტაციები და ყოველდღიური აუდიოპერფორმანსები ჩატარდება. 

„სპეციალურად შექმნილია ტერიტორიის აუდიოგახმოვანება კოსმიური ხმების გამოყენებით, რაც „მდინარის მაგიური ბაღის“ იდუმალებას კიდევ უფრო აძლიერებს“, — წერენ ორგანიზატორები.

გარდა ამისა, ფესტივალი უმასპინძლებს ავსტრიელ რეზიდენტ-არტისტ დევიდ პრიზს, რომელიც მის მიერ 3 აგვისტოს ჩატარებული ვორქშოპის შედეგად შექმნილ ნამუშევრებს წარმოადგენს. ფესტივალზე იხილავთ დევიდის სხვა ნამუშევრებსაც, რომელსაც წარმოადგენს ვიდეოპროექციისა და საუნდპერფორმანსის სახით.

ორგანიზატორების თხოვნაა, ფესტივალზე დასწრების მსურველებმა გაითვალისწინონ, რომ საფესტივალო სივრცემდე მისვლა შესაძლებელია საფეხმავლო გზით, რომელიც დედა ენის პარკიდან იწყება. ამასთან ადგილზე არ არის ავტოპარკინგი, შესაძლებელია მხოლოდ სკუტერისა და ველოსიპედის გაჩერება.

თემები:
საქართველო და კულტურა (380)

მთავარი თემები