თბილისში პოლონელი მხატვრის გამოფენა გაიმართება

© photo: Sputnik / Alexey Danichev / გადასვლა მედიაბანკშიგამოფენა
გამოფენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
წელს ცნობილი ფერმწერის დაბადებიდან 150 წელი სრულდება.

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ქუთაისში დაბადებული პოლონელი მხატვრის ჰენრიკ ჰრინევსკის ექსკლუზიური ნამუშევრები მთაწმინდის ახალ გალერეა Art Tent-ში გამოიფინება, იუწყებიან ორგანიზატორები.

ექსპოზიციაზე მხატვრის კერძო კოლექციიდან 28 ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი. ორგანიზატორების თქმით, ჰრინევსკის ამ რაოდენობის ნაწარმოების ერთ სივრცეში წარმოდგენა უპრეცედენტო შემთხვევაა, რაც გამოფენას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის.

გამოფენა 1 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ჰენრიკ ჰრინევსკის სახელთან არის დაკავშირებული საქართველოში ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენები, როგორიცაა პირველი ილუსტრაცია ილია ჭავჭავაძის წიგნისთვის, თბილისის სამხატვრო აკადემიის დაარსება, საჯარო ბიბლიოთეკის შენობა, რომლის პროექტზე მხატვარი არქიტექტორ ანატოლი კალგინთან ერთად მუშაობდა და რომელიც მან მოხატა.

ჰენრიკ ჰრინევსკი (1869-1938) ქუთაისში გადმოსახლებული პოლონელის ოჯახში დაიბადა. მამის გარდაცვალების შემდეგ დედასთან ერთად იტალიაში წავიდა, სადაც ფლორენციაში ტექნიკური სასწავლებელი დაამთავრა. ამის შემდეგ ჩაირიცხა სამხატვრო აკადემიაში, მაგრამ 1889 წელს იძულებული გახდა ქუთაისში დაბრუნებულიყო, რათა სავალდებულო სამხედრო სამსახური გაევლო.

ორბელიანის მოედანი - Sputnik საქართველო
თბილისში ღია ცის ქვეშ პოლონური მუსიკის კონცერტი გაიმართება

შემდეგ მან მაინც განაგრძო სწავლა, მაგრამ უკვე კარლსრუეს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. შემდეგ დაბრუნდა იტალიაში და დაასრულა განათლების მიღება მხატვრობის განხრით. საქართველოში 1898 წელს დაბრუნდა. ცხოვრობდა თბილისში.

ჰენრიკ ჰრინევსკიმ დიდი წვლილი შეიტანა შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის კვლევაში.

1902 წლიდან ასწავლიდა კავკასიის სახვითი ხელოვნების წახალისების საზოგადოების სამხატვრო სასწავლებელში, ხოლო 1918-1921 წელს მისი დირექტორი იყო. ჰრინევსკის მეუღლე იყო მარია პერინი – ქართული საბალეტო სკოლის ფუძემდებელი. ჰრინევსკი 1937 წელს დააპატიმრეს, რეპრესირებული იყო 1938 წელს. ასევე შეეხო რეპრესიები მის მეუღლეს.

წელს ჰენრიკ ჰრინევსკის დაბადებიდან 150 წელი სრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0