სიღნაღში ვალერიან სიდამონ-ერისთავის გამოფენა გრძელდება

© Sputnik / Alexander Imedashviliსიღნაღის ცენტრი
სიღნაღის ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოფენაზე, რომელიც მხატვრის დაბადებიდან 130 წლის იუბილეს ეძღვნება, წარმოდგენილია სიდამონ-ერისთავის ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. სიღნაღის მუზეუმში ვალერიან სიდამონ-ერისთავის საიუბილეო რეტროსპექტული გამოფენა „ვალერიან სიდამონ-ერისთავი 130“ გრძელდება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.  

პოლიეთილენის პარკი ხეზე - Sputnik საქართველო
„დავასრულოთ პლასტმასით დაბინძურება“: თბილისში ახალგაზრდა დიზაინერების გამოფენა გაიხსენება

გამოფენაზე, რომელიც მხატვრის დაბადებიდან 130 წლის იუბილეს ეძღვნება, წარმოდგენილია სიდამონ-ერისთავის ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, თეატრალური ესკიზები, შარჟები და კარიკატურები.

გამოფენის სტუმრები ასევე შეძლებენ იხილონ საარქივო კადრები ფილმებიდან „ჩემი ბებია“, „სინათლე“ „გოგი რატიანი“, რომლებიც მხატვრის მიერაა გაფორმებული.  

გამოფენა 31 აგვისტომდე იმუშავებს. დასწრება თავისუფალია.

ვალერიან სიდამონ-ერისთავი XX საუკუნის ქართული მხატვრობის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. მისი შემოქმედება მოიცავს თეატრისა და კინოს მხატვრობის, ასევე ხატწერის ნიმუშებს; შესრულებული აქვს შუა საუკუნეების ფრესკების ასლები; აფორმებდა მუზეუმების ექსპოზიციებსა და აღლუმებს; შექმნილი აქვს ილუსტრაციები სხვადასხვა სახელმძღვანელოსთვის, მუშაობდა საგაზეთო კარიკატურასა და ავეჯის ესკიზებზე.

ყველა ახალი ამბავი
0