14:35 20 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2917
  • 100 RUB4.6667
  • USD2.9735
ოსკარი

რომელი ქართული ფილმი იბრძოლებს „ოსკარისთვის"?

© photo: courtesy of Academy of Motion Picture Arts and Sciences
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (551)
147 0 0

ქართველმა კინოკრიტიკოსებმა პრესტიჟულ პრემიაზე წარსადგენი ფილმი ხუთ ნამუშევარს შორის უნდა შეარჩიონ.

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი 31 ივლისს დაასახელებს აშშ-ის კინოაკადემიის პრემია „ოსკარზე" ნომინაციაში „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი" საქართველოდან წარსადგენ კანდიდატ ფილმს, ნათქვამია კინოცენტრის განცხადებაში.

კინოცენტრმა უკვე გამოაქვეყნა შესარჩევი კომისიის სია, რომელიც 12 ადამიანისგან არის დაკომპლექტებული. მასში შედიან ცნობილი რეჟისორები, მსახიობები, კინოკრიტიკოსები და ასევე ხელოვნების სხვა დარგის მოღვაწეები. ფილმი ფარული კენჭისყრის საფუძველზე შეირჩევა.

„საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის" ნომინაციაზე წარსადგენად ხუთი ფილმია წარმოდგენილი:

ფილმის დასახელება რეჟისორი
„აღლუმი" ნინო ჟვანია
„სანამ მამა დაბრუნდება" მარი გულბიანი
„ჩაისუნთქე-ამოისუნთქე" დიმიტრი ცინცაძე
„მეზობლები" გიგიშა აბაშიძე
„შინდისი" დიმიტრი ცინცაძე

ეროვნულ კინოცენტრში განცხადებების მიღება 2-26 ივლისის პერიოდში მოხდა. კონკურსის პირობების თანახმად, ფილმი, რომელსაც „ოსკარზე" მოხვედრის შანსი აქვს, პრემიერამდე არ უნდა იყოს ნაჩვენები ტელევიზიით ან ინტერნეტით, გადამღები ჯგუფი კი ძირითადად საქართველოს მოქალაქეებისგან ან რეზიდენტებისგან უნდა შედგებოდეს.

აშშ-ის კინოაკადემიის ადმინისტრაციამ რიგით 92-ე ცერემონიის გამართვის თარიღი უკვე შეარჩია – 2020 წლის 9 თებერვალი.

თემები:
საქართველო და კულტურა (551)

მთავარი თემები