ეგზოტიკა ზღვასთან: ბათუმის ბოტანიკური ბაღი ყვავილების ფესტივალზე გეპატიჟებათ

© Sputnik / Vladimir Umikashviliბათუმის ბოტანიკური ბაღი
ბათუმის ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალის სტუმრები სხვადასხვა ეგზოტიკური მცენარის შეძენას შეძლებენ

 

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik.  ბათუმის ბოტანიკური ბაღი ყვავილების ფესტივალს პირველად უმასპინძლებს, რომელიც 27 ივლისს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მებაღეები,  ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის თანამშრომლები, ასევე ყვავილების სალონების წარმომადგენლები. 

აჭარის ბოტანიკური ბაღი ბათუმიდან 9 კილომეტრში მდებარეობს - Sputnik საქართველო
ეგზოტიკური მცენარეები სამოთხის სანაპიროზე: ბათუმის ბოტანიკური ბაღის შთამბეჭდავი ფოტოები

ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ როგორც ცოცხალი, ისე დეკორატიული მცენარეები.

აჭარის ბოტანიკური ბაღი, რომლის ისტორიაც უკვე საუკუნეზე მეტს ითვლის, ბათუმიდან 9 კილომეტრში მდებარეობს.

ბაღის მდიდარი ფლორა ცხრა ფიტოგეოგრაფიული განყოფილებიდანაა მოკრებილი, მისი კოლექცია 1800 ტაქსონომიური ერთეული მცენარისგან შედგება, მათგან 90 კავკასიური წარმოშობისაა, 1540 ტაქსონი კი სხვადასხვა უცხოურ ფლორას წარმოადგენენ.

ბათუმის ბოტანიკური ბაღი სოფლის მეურნეობისა და ბიოლოგიური ცოდნის გასავრცელებლად მნიშვნელოვანი წყაროა. მას აქვს კავშირი ბოტანიკურ ბაღებთან, უნივერსიტეტებთან და სხვა სამეცნიურო-მკვლევარ დაწესებულებებთან 140-ზე მეტ ქვეყანაში, რომლებსაც თანამშრომლობის მემორანდუმი აქვთ გაფორმებული.

1998 წლიდან ბათუმის ბოტანიკური ბაღი მსოფლიოს ბოტანიკური ბაღის მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კავშირის (BGCI) წევრია.

ყველა ახალი ამბავი
0