03:17 23 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8086
  • 100 RUB4.1842
  • USD3.2181
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (966)
18020

ზუგდიდელმა მომღერალმა ამერიკელი პროდიუსერებისგან უკვე რამდენიმე წინადადება მიიღო.

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ზუგდიდელმა თამარ ლილუაშვილმა ხელოვნების საშემსრულებლო სახეობების მსოფლიო ჩემპიონატზე (World Championship of Performing Arts) აშშ-ში სამი მედალი მოიპოვა.

World Championship of Performing Arts – ესაა საერთაშორისო კონკურსი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნიდან საუკეთესო კონკურსანტებს ლოს-ანჯელესში კრებს. მონაწილეებს ძალების მოსინჯვა რამდენიმე კატეგორიაში შეუძლიათ. ესენია ვოკალი, სამსახიობო ოსტატობა, ცეკვა, თავისუფალი ჟანრი და სხვ. 2019 წელს ჩემპიონატში 66 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

WCOPA-ს ძირითადი მიზანი და მისიაა ახალი ტალანტების აღმოჩენა, მათთვის შოუ-ბიზნესის წამყვან წარმომადგენლებთან კონტრაქტების დადების შესაძლებლობების მიცემა, ასევე სტიპენდიის მიღება აშშ-ის ყველაზე პრესტიჟული სკოლებისგან.

ლილუაშვილმა ორი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მიიღო. ამის შესახებ მან თავის Facebook-გვერდზე დაწერა.

„ძალიან გახარებულები ვართ. პროდიუსერებისგან გვაქვს სერიოზული შემოთავაზებები ამერიკაში სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით", – წერს თამარ ლილუაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ეს ლილუაშვილის პირველი გამარჯვება არაა საერთაშორისო ასპარეზზე. „რიბი-რაბოსა" და ანსამბლ „გინცის" სოლისტმა წარმატებას აშშ-ში შარშანაც მიაღწია – გახდა კონკურსის Golden Dream გამარჯვებული და გრან-პრი მიიღო.

თემები:
საქართველო და კულტურა (966)

მთავარი თემები