გიორგი ფუტკარაძე „სლავური ბაზარი 2019"-ის I პრემიის მფლობელია

© photo: fest-sbv.byგიორგი ფუტკარაძე
გიორგი ფუტკარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი ფუტკარაძემ „სლავურ ბაზარზე" საქართველოს მონაწილეობის ისტორიაში ყველაზე კარგი შედეგი აჩვენა.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. ახალგაზრდა ქართველი შემსრულებელი გიორგი ფუტკარაძე ვიტებსკში გამართული ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი Славянский базар 2019-ის ( „სლავური ბაზარი") პირველი პრემიის ლაურეატი გახდა, პრიზის სახით მომღერალმა ფულადი პრემია – 15 ათასი დოლარი მიიღო.

ხატია ბუნიათიშვილი  - Sputnik საქართველო
ქართველმა პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა პარიზში ბასტილიის აღების დღეს დაუკრა

მეორე ადგილი გაიყვეს ისრაელის წარმომადგენელმა ილაიამ და ბელარუსმა ვანია ზდონიუკმა. მესამე ადგილიც ორმა მონაწილემ გაინაწილა – რუსმა ივან დიატლოვმა და უკრაინელმა დმიტრი ბაბაკმა.

ფესტივალის მთავარი ჯილდო გრან-პრი – 20 ათასი დოლარი ყაზახეთის წარმომადგენელ ადილჰან მაკინს ხვდა წილად.

გიორგი ფუტკარაძის შესახებ ცნობილია ის, რომ იგი დაიბადა ბათუმში 1988 წელს. 2017 წელს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მთავარი როლი შეასრულა მიუზიკლში Afrention. 2018 წელს კი სატელევიზიო შოუ „Х-ფაქტორის" ფინალისტი გახდა. გასული წლის ოქტომბრიდან სოლო-კონცერტებს მართავს თბილისსა და ბათუმში, მუშაობს სადებიუტო ალბომის გამოშვებაზე.

© photo: fest-sbv.byგიორგი ფუტკარაძე "სლავური ბაზარი 2019"-ზე
გიორგი ფუტკარაძე „სლავური ბაზარი 2019-ის I პრემიის მფლობელია - Sputnik საქართველო
გიორგი ფუტკარაძე "სლავური ბაზარი 2019"-ზე

აღსანიშნავია, რომ ფუტკარაძემ „სლავურ ბაზარზე" საქართველოს მონაწილეობის ისტორიაში ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა. კერძოდ, მან მომღერალ ანდრია გველესიანის შედეგები გააუმჯობესა, რომელმაც 2016 წლის ფესტივალზე მესამე ადგილი დაიკავა.

გიორგიმ გულშემატკივრებს სოციალურ ქსელის მეშვეობით მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„თქვენი მხარდაჭერა მთელი გულით ვიგრძენი. მადლობა, რომ ჩვენ გვერდით იყავით და მეხმარებოდით", – განაცხადა გამარჯვებულმა.

„სლავური ბაზარი" ვიტებსკში, 1992 წლიდან მოყოლებული, ყოველ ზაფხულს იმართება. ძირითადი ნაწილი ვიტებსკის საკონცერტო დარბაზსა და ზაფხულის ამფითეატრში ტარდება. ფესტივალი ორი ნაწილისგან შედგება – საესტრადო სიმღერის კონკურსისა და საბავშვო კონკურსისგან.

2019 წელს საბავშვო კონკურსის პრიზიორი გახდა საქართველოს წარმომადგენელი ანუშკა დასენი, რომელმაც მესამე ადგილი რუსეთის წარმომადგენელთან, წარმოშობით ქართველ კირა გოგოლაძესთან ერთად გაიყო. თითოეულმა მომღერალმა 500 დოლარის ოდენობით ფულადი პრიზი და III პრემიის ლაურეატის დიპლომი მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0